რა მაკვირვებს იცით- კვარას გამო, რომ პოლიტგანყელი შემოვა და ფეხბურთზე დაიწყებს ბაზარს, გასაგებია, რომ თუ ფეხბურთის ფანი არაა დიდი ალბათობით კვარას გამო დაიწყო ფეხბურთის ყურება და ვერ იქნება ფეხბურთის ცოდნის კუთხით მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ აქ რომ ხართ წლებია და ფეხბურთს უყურებთ ხალხი, მართლა მიკვირს, როგორ ვერ დაამუღამეთ ამდენი წელი ეს სპორტი ?
აი, მეც დავუშვი შეცდომა და არ მეგონა პესეჟე თუ ლიგას მოიგებდა, როდესაც კვარა ახალ გადასული იყო და კვარას თემაში კაი ერთი ჩვენი თანაფორუმელის მსგავსი პოსტები ვაცხვე, მაგრამ შემდეგ არსენალთან გასვლაზე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი, თან ვაღიარებ კვარაზე გულ მოსული ვიყავი მისი ქოცობის გამო და მაგ ფაქტმაც ითამაშა დიდი როლი.
ხოდა, რატომ ვიბოდიალე ამდენი
აი, ხალხი წერს ბარსა რომ გასულიყო მერე რაო, უფრო დიდი ანგარიშით წააგებდაო :დ
ამ პოსტს ახლა, როგორც ბარსას ფანი არ ვწერ, როგორც ფეხბურთის მოყვარული და მცოდნე მაგ კუთხით ვბაზრობ :დ
ბიჯო, მესმის რეალის ფანი რომ ხარ ადამიანი სუბიექტური ხარ ბარსასთან მიმართებაში და იგვე ნაირად ვართ ჩვენც, მაგრამ ცოტა ობიექტურობა არ აწყენდა არავის, მაგრამ სხვა გუნდის ფანები რომ წერენ
აქ ფეხბურთის ცოდნაზე მაქვს საუბარი.
მოკლედ, ბარსელონა როდესაც ტრადიციული ბარსა იყო და არა ვალვერდეს ბარსა და ფორმაში და კრიზისში არ ყოფილა- ერთი გუნდი მაინც დაასახლეთ რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და დაცვა არ ჰყავდა მაღალი დონის და გახსნილი ფეხბურთი ეთამაშა ბარსას და მოუგო ან დაჯაბნა ?
ფერგუსონის მანჩესტერი იყო სუპერი გუნდი, მაგრამ დაცვაში რომ არ შეეძლო თამაში იმიტომ წააგო ორივე ფინალი.
იგვე რეალი გახსნითი ფეხბურთით როდესაც ბარსა კრიზისში არ იყო, როგორ დღეში ვარდებოდა ?
ასევე უმთავრესი რამე -პესეჟეს ყველაზე დიდი პლუსი იყო პრესინგი, რომელიც ვერ დაძლია ინტერმა, რადგან ფეხით კარგად მოთამაშე მეკარე არ ჰყავდა და იგვე ონანა რომ ჰყოლოდა ეგრე არ წააგებდნენ, ასევე ვერ ამოტანა დაცვამ ბურთი პასებით, რაც ბარსას არ ექნებოდა პრობლემა.
პრესინგს ბარსა მარტივად სძლევს, რადგან კუბარსის და მარტინეს კარგად ამოაქვს ბურთი და შემდეგ პედრის კარგად მიაქვს წინ.
პესეჟეს სწრაფი შემტევები იქნებოდნენ ძირითადად თამაშგარეში.
ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ფინალს მივიღებდით, რომელიც იქნებოდა უხვგოლიანი.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ რამდენჯერ მაქვს დაწერილი იუვეს მიმართ სიმპათიები მქონდა-მეთქი და აქ რომ ვუყურებ მაგათ ფანებს ეგ სიმპათიები ცოტა მიქრება :დ
ტიპები მართლა დიდი წარმატებად თვლიან ლიგის ფინალში გასვლას
იმედია, სხვა გუნდი ფანები არ დაემსგავსებით :დ
ასე ფინალის წაგებას მირჩევნია საერთოდ იმ 18 გუნდი თუ რამდენიც იყო არ მოვხვედრილიყავით :დ