
((((((((((((
გაუკეთეს ოპერაცია, 3 თვეს გამოტოვებს
მეორე მხრივ პალინიას კაი შანსები ეხსნება
----------------------------------------------------------------------------------------------
თუ რამე კოპირდებოდა ყველაფერი დავაკოპირე იმენა :დ ;(
"ის მცველებს ძალიან გვეხმარება" - უპამეკანო კომპანიზე საუბრობს
დაიოტ უპამეკანო ვენსან კომპანიზე:
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისით. ის თამაშობდა ჩემს პოზიციაზე, აკეთებს ბევრ ვიდეო ანალიზს მცველებთან ერთად, ის ძალიან გვეხმარება.
ამ სეზონში თავდაჯერებული ვარ და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ." - თქვა უპამეკანომ.
“რა შანსები გაქვთ ბარსელონასთან?” - კომპანის პასუხი
• როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ “ბარსელონასთან”?
კომპანი: „ჩვენ მიუნხენის “ბაიერნი” ვართ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გამარჯვებას.
რა თქმა უნდა, “ბარსა” ტრადიციული კლუბია და ეს ტრადიციული თამაში იქნება.
მაგრამ იმიტომ ვართ ამ შეჯიბრში, რომ მოგვწონს მსგავსი თამაშები.”
"საბოლოოდ მას გამარჯვება სურს" - კომპანი ფლიკთან და "ბარსასთან" გასამართ მატჩზე
კომპანი ოთხშაბათს ჰანსი ფლიკთან და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე:
"არსებობენ მწვრთნელები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს "ბაიერნისთვის" და ჰანსი ფლიკი ერთ-ერთი მათგანია.
ჰაინკესი, პეპ გვარდიოლა და სხვები. რა თქმა უნდა, ეს მისთვის განსაკუთრებული თამაში იქნება.
მაგრამ საბოლოოდ მას გამარჯვება სურს და ჩვენც ეს გვინდა."
მიულერი: “ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით “ბარსელონასთან” მატჩს.”
თომას მიულერი “შტუტგარტთან” გამარჯვებაზე:
"პირველ ტაიმში ცოტა დაუდევრები ვიყავით.
მეორე ტაიმში ჰარის პირველმა გოლმა “შტუტგარტი” წონასწორობიდან გადააგდო.
ჩვენ ვაგრძელებდით დაძაბულობას და ბევრს ვმუშაობდით. როგორც ვთქვი ორი კვირის წინ ფრანკფურტის შემდეგ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ.
ეს დღეს დადასტურდა. “ბაიერნის” გულშემატკივრებს შეუძლიათ გამარჯვებით ბედნიერები იყვნენ. ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით ოთხშაბათს."
“ეს განსაკუთრებული თამაში იქნება.” - კეინი “ბარსელონასთან” მატჩზე
ჰარი კეინი “ბარსელონასა” და რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირებაზე:
"რობერტი ფანტასტიკური თავდამსხმელია, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს თაობაში. ეს განსაკუთრებული თამაში იქნება.
ბევრი ჩვენგანი კარგად იცნობს მათ მწვრთნელს.
ეს რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩვენ მას გავუმკლავდებით."
This post has been edited by Choncxis mzera on 21 Oct 2024, 13:43