დღეს ურბიგა დგას
მუსიალაც განაცხდშია, მმოხოდილა <3 <3
* * *
რა ლამაზი ჯარიმა ჩასვა ჩავესმა
მომწონს ეს ბავშვი
ის პატარა ნეგრიც კარგია და კარდოზოც
* * *
ისევ გონება დაკარგა მუსიალამ (((((((((((
* * *
რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი.................
ჯამალ მუსიალას მნიშვნელოვანი მიმართვა გულშემატკივრებს:
ჯანმრთელობის მდგომარეობა: „პირველ რიგში — კარგად ვარ! უზომოდ მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის შეტყობინებისა და მხარდაჭერისთვის. მესმის, რომ ბევრი დარდობთ. მინდა ეს ნერვიულობა გაქარწყლოთ და ცოტა მეტი აგიხსნათ: დამისვეს ხანმოკლე, დროებითი აბსანსების (გათიშვის) დიაგნოზი, რაც ადვილად მკურნალებადია და ნევროლოგიური დისფუნქციითაა გამოწვეული.“
ინციდენტების მიზეზი: „სწორედ ამან გამოიწვია ის ეპიზოდები, რაც ცოტა ხნის წინ „ლაიფციგთან“ და ახლა „ჰაიდენჰაიმთან“ მოხდა. ვიცი, ერთი შეხედვით შესაძლოა საშიშად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ეს ამჟამად ყოველდღიურობის ნაწილია. საუკეთესო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“
გუნდის მხარდაჭერა: „„ბაიერნი“ და ჩემი უახლოესი ადამიანები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და ამ გზაზე მხარს მიჭერენ. მთავარი ისაა, რომ დამატებითი ჯანმრთელობის რისკი არ არსებობს.“
პირადი გადაწყვეტილება: „სპეციალისტებთან მჭიდრო კონსულტაციითა და ნევროლოგების თანხმობით, ჩემი პირადი სურვილი იყო, თვალი გასწორებოდი ამ გამოწვევას და გამეგრძელებინა ის, რაც აღდგენაში ყველაზე მეტად მეხმარება: ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება და ჩემი საყვარელი საქმის — ფეხბურთის თამაში. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღე.“
მომავლის რწმენა: „საერთო ჯამში, ძალიან კარგი შეგრძნება მაქვს და სწორ გზაზე ვარ. ყველაზე მეტად გუნდთან ერთად გამარჯვებებისა და ტიტულებისთვის ბრძოლა ეხმარება ჩემს პროცესს, თქვენს წარმოუდგენელ მხარდაჭერასთან ერთად.“
პირადი სივრცე: „ამავდროულად, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ მსურს ეს საკითხი კვლავ ჩემს უახლოეს ადამიანებში, კლუბში და ექსპერტთა წრეში დარჩეს. დიდი მადლობა. თქვენი, ჯეი
This post has been edited by Choncxis mzera on 18 Aug 2026, 19:43