ძვირფასო თენგიზ, ერთ პატარა ლექციას წაგიკითხავ
თეორიულად, ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიის საფუძველია ხელისუფლების განაწილების პრინციპი.
ცალკეა საკანონმდებლო ხელისუფლება (პარლამენტი), ცალკეა აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) და ცალკე სასამართლო ხელისუფლება.
ამ სამს, ერთმანეთის კონტროლის ფუნქციები აქვთ, ერთმანეთის საქმიანობაში არ ერევიან (თეორიულად) და თუ პრაქტიკაში ეს განხორციელდა, ქვეყანაში მართლა დემოკრატია ყვავის.
ნუ, კიდევ არსებობს მასმედია, რომელსაც ფორმალურად მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ.
ანუ დასკვნა N1 - იმისთვის რომ გვქონდეს დემოკრატია, საჭიროა ერთმანეთისგან გამიჯნული ხელისუფლების 4 შტო და თუ 1 მაინც იყლევებს, დანარჩენი სამი დააოკებს.
რატომ გვინდა დემოკრატია? დემოკრატია არის ჯერ-ჯერობით ყველაზე საუკეთესო სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა, რომელიც იცავს ყველა ინდივიდს თანაბრად და აძლევს მათ განვითარების და გამოხატვის საშუალებას. ადამიანებმა ამაზე უკეთესი ჯერ ვერ მოიგონეს.
დასკვნა N2 - დემოკრატია კარგია.
გვაქვს თუ არა დემოკრატია?
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიამ გვაჩვენა, შემდეგი. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს იწყებს კარგად და ამთავრებს ცუდად. რაც უფრო დიდი ხნითაა ძალა ხელისუფლებაში, მადა ჭამაში მოდის და 1 პარტია ცდილობს ხელისუფლების ოთხივე შტოს მონოპოლიზება მოახდინოს.
ასე იყო ედიკას დროს, ასე იყო მიშას დროს და ასეა ახლაც (ამ ნაწილს არ ჩავშლი, ბევრია სალაპარაკო და მეზარება).
ამიტომ გამოგვაქვს დასკვნა N3 - საქართველოში რაც უფრო დიდი ხნითაა 1 კონკრეტული ჯგუფი ხელისუფლებაში, მით უფრო ცდილობს მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და დემოკრატიას ენძვრის, შესაბამისად უარესდება ადამიანის უფლებები, პიროვნება ვერ რეალიზდება, ვერ ვითარდება და ასევე შესაბამისად სახელმწიფო მიდის არა განვითარებისკენ, არამედ ტრაკისკენ.
რა არის გამოსავალი?
გამოსავალი არის ამ საკითხისადმი ამომრჩევლის მიდგომა არა პიროვნებების ან პარტიების დონეზე, არამედ პრინციპების დონეზე. პრინციპი მარტივია: თითოეული ძალა ვინც ხელისუფლებაში მოვა, უნდა იყოს 1 ან მაქსიმუმ 2 ვადით. ამის მერე ეს ძალა ფუჭდება და ირყვნება.
ამიტომაა ფუჭი იმაზე საუბარი ვინ უფრო ცუდები არიან ნაცები თუ ქოცები, ვინ უფრო მევახშეები არიან ხაზარაძეები თუ ივანიშვილები. ამ ქვეყნის წინაშე 99% პოლიტიკოსს იმდენი ქაქი აქვს ნაყლაპი, მთელ მათ თაობებს დასჭირდება ორპირში იჯდეს რომ სუნი მოიშოროს.
ყველანი ცუდები არიან ძვირფასო თენგიზ. ამიტომ არჩევნებზე იმიტომ კი არ უნდა წახვიდე, რომ რომელიმე ძალა აირჩიო, არჩევნებზე იმიტომ უნდა წახვიდე, რომ მმართველი ძალა რომელსაც ვადა გაუვიდა და ცუდად მოქცევის აქტიურ ფაზაში გადავიდა, გადაირჩიო.
ამისთვის კიდევ საჭიროა: შეაფასო რომელ ოპოზიციურ ძალას აქვს შანსი რომ ბარიერი გადალახოს, აუცილებლად წახვიდე არჩევნებზე (რომ შენი ხმა არ დაიკარგოს) და მას მისცე ხმა, ცხვირის აბზუების გარეშე.
ხმა მიეცი პოლისჯოხს თენგიზ, და თუ არ მოგეწონება - გადაირჩევ

<<< ძალიან სამწუხაროა, რომ სხვა არჩევანს ეს პოლიტიკოსები არასდროს გვიტოვებენ.
This post has been edited by Pepper_Crowley on 23 Oct 2024, 13:56
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი