მე არ ვწერ და არც ვამბობ, რომ ე.წ ლევაკების პოლიტიკა მომწონს ან მაგათ ფილოსოფიას ვემხრობი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ლიბერალიზმი ძალიან დაშორდა იმ ფუნდამენტურ პრინციპებს და იდეებს, რაზეც იდგა ლიბერალიზმი და რამაც განაპირობა ევროპის ჰეგემონია და კაცობრიობის ჰუმანიაზაცია. მაგარამ მეორე მხარეს დგას ისეთი ძალები, რომელიც სწორედ რომ წარმოადგენენ მთავრ საფრთხეს ევროპისთვის და ზოგადად ცივილიზებული სამყაროს თუ ვინმე მოუდღნავს დედას, სწორედ ეგენი არიან და არა ლევაკები.
ისლამური სამყარო ნამდვილად არ არის ისეთი საფრთხე და მოვლენა, რომელიც ევროპულ კულტურას გაანადგურებს.
ცივილიზებული სამყაროს მთავარი მტერი რუსეთია და არა ისლამური სამყარო.
ვინ აპირებს ევროპაში ისლამური სახელმწიფოს დაუპირისპირდეს?
გერმანიაში AFD, ხოლო საფრანგეთში ლე პენი. რას ქადაგებს ეს ხალხი? ერთი ერთში რუსულე პროპაგანდას. ეგ კი არა, არც უარყოფენ, რომ რუსეთისგან ფულს იღებენ.
ვინ არიან კიდევ მაგათ გვერდით? ორბანი და ფიცო და სხვა ###ები.
ხო, მუსლიმანური სამყაროა მთავარი მტერი და ეგენი არიან მხსნელები.
არავინ არ ცდილობს ევროპული კულტურის და ღირებულებების მიზანმიმართულად განადგურებას. თანამედროვე ლიბერალიზმის ბევრი წარმომადგენელს უნდა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, უბრალოდ ზედმეტად გადაამლაშეს და ვერ ხვდებიან, რომ სიკეთის სახელით, ###ობას შვებიან, მაგრამ ეგ არის დროებითი მოვლენა, რომლის გამოსწორება შეიძლება.
არაბების თემაა რომ დავუბრუნდეთ - რატომ იმას არ ამბობს შენი სასტავი, რომ სტატისტიკის მიხედვით მზარდი ტენდენცია შეინიშნება იმის, რომ ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმების დიდი ნაწილი, უფრო და უფრო სცილდება ისლამს და სწორედ ევროპული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა. თავად მუსლიმანები წუწუნებენ მეჩეთში ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა დადისო. დღეს, ისლამი არის ტოტალიზატორი რეჟიმების იარაღი ხალხის გასაკონტროლებლად და ასევე გადის იმ პერიოდს,რაც ქრისტიანობამ გაიარა შუ საუკუნეებში. მალე ჩაცხრება ეგ ვნებები და იმ სახით რა სახითაც ისლამი არსებობს, თანამედროვე კულტურასთან კონკურენციას ვერ შეძლებს. იგვე არაბეთში პატარა ნაბიჯებით, მაგრამ პროგრესისკენ მიდიან.
ემიგრანტებს არავინ ერჩისო,რომ წერ, ეგ არის ძალიან გულუბრყვილობა. ეგ ძალები , რომლებიც ვითომ ისლამურ საფრთხეს თავს არიდებენ ევროპას თუ ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში, სულერთი იქნება მაგათვის შავი, თეთრი, მუსლიმი და ქრისტიანი - ყველა ემიგრანტს გაუსწორდებიან. იყო ეგ უკვე ერთხელ ევროპაში. იცი, რამდენი ებრაელი შეხვდა სიხარულით მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლას? მაშინაც ეგრე გაიძახოდნენ, როგორც შენ გაიძახი - დულჩე ევროპას იხსნის გარყვნილებისგან და ოჯახურ სიწმინდეს დაიცავსო.
ან ტრამპზე რომ წერ და იმედი რომ გაქვს, უსმენ მაინც რას იძახის ტრამპის საძმო და თავად ტრამპი? როგანი, რომელიც იმაზე დარდობდა ისეთ ფილმს ვეღარ გადაიღებენ დღეს,სადაც რობერტ დაუნი უმცროსი ზანგი იქნებაო და ეგ შერაცხა ტიპმა უდიდეს პრობლემად და იმით ამაყობდა ზელინსკის რომ უარი უთხრა გადაცემაში მიწვევაში და რუსეთის პრეტენზიებს სამართლიანს უწოდებს. ტრამპი, რომელიც ზელინსკის და უკრაინელ ხალხს დასცინის და ტიპმა რუსეთს ომს ვერავინ მოუგებსო - ჰიტლერი და ნაპოლეონი ჰყავთ დამარცხებულიო.
ახლა ამერიკა იშლებაო
იქეთ ჯორდან პიტერსონი რუსეთმა გაზი გათიშოსო და მორჩა ევროპაო
მასკზე რაღა უნდა ითქვას, ტიპი ისეთ რუსულ პროპაგანდას ბაზრობს, პუტინიც გამოყლევდა.
ხოო, ხო ემიგრანტები ყოფილა ამერიკის პრობლემა, ქვეყნის რომელიც ემიგრანტების აშენებულია და მაგათი დიდი დამსახურება ამერიკის ეკონომიკური ჰეგემონია. ნუ, იზოლაციზმს რომ აწვება ტრამპი, მაგაზე აღარაფერს ვამბობ.
ერთადერთი რაც იმედს იძლევა არის ის, რომ რამდენიმე კარგი კადრია რესპებში და იმედია ტრამპს ცოტას მოუჭერენ.
ნუ, ეგ არაბები კიდევ ევროპაში ყველაზე მეტი საფრანგეთშია და იმიტომ არიან, რომ საფრანგეთს კოლონიები ჰქონდა აფრიკაში ბევრი და ალჟირის თემა მეტ - ნაკლებად ყველამ იცის, იგვეა ინდოელები ინგლისში.
აგერ, რამდენიმე დღის წინ, ტერაქტი რომ მოაწყვეს გერმანიაში,არც კი გადაგიმოწმებია ეგრევე რადიკალ მუსლიმად შერაცხე, პოს ტვ ვიდეოებს რომ დებდი, თურმე ქრისტიანებს როგორ ჩაგრავენ ევროპაში
ჰოდა, სასაცილოც არის და სატირალიც ქართველი ემიგრანტები სხვა ემიგრანტებში რომ ხედავენ ევროპის და ამერიკის პრობლემას და მაგაზე დარდობენ და ხმას ტრამპებს, ლე პენებს And და მსგავს ###ობებს რომ აძლევენ.
ხო, ისე მახსოვს ეგრე იძახდი შენ მიშაზეც და მიშაში ხედავდი პორბლემას და არა მართლა პრობლემა ქოცებს, რომლებიც დღეს საქართველოს გაქრობას ჩალიჩობენ.
მეც რომ არ დამეზარა ამხელა პოსტი.
წავედი ისევ დალევა გავაგრძელე