.
2 ძირითადი თემა მგონია. ცალ ვალკე დავწერ
Green land ინგლისურად (ხოლო ინგლისური ენა შედის გერმანული ენების ჯგუფში, რომელსაც ასევე განეკუთვნებიან ჩრდილო ევროპული ენები, ნორვეგია, დანია, შვედეთი. ასევე ჰოლანდია და ა.შ.) ნიშნავს მწვანე მიწას
ანუ, ეს კუნძული თავის დროზე ყინულით კი არ იყოს დაფარული, მწვანე იყო
დამტკიცებულია, რომ იცვლება ხოლმე კლიმატი დედამიწაზე. ხან თბება და წარღვნაა, ხან იყინება. ბოლო დროს გამყინვარება იყო და ეხლა ლღვება. ოღონდ, გრეტა ტუნბერგი რომ იძახის ეგ მეორეხარისხოვანი მიზეზებია, თუმცა ეგაც მოქმედებს
ეს გლობალური დათბობა ბევრი რეგიონისთვის კატასტროფაა. იმიტომ რომ მსოფლიო ოკეანის წყლის დონე აიწევს და სანაპიროებს დაერხევათ
ზოგი კუნძული საერთოდ გაქრება, წყლის ქვეშ წავა
მაგრამ არქტიკისთვის მისწტებაა
ეხლა არქტიკა რა არის. ანდარქტიდისგან განსხვავებით, ეს არ არის მიწა. არამედ ოკეანეა, რომელსაც წყალზე აზის ყინული. აისბერგები, მათ შორის ტიტანიკი რონ ჩაძირა, არქტიკის ყინულისგან მოტეხილი ყინულის ლოდებია
ჰოდა თუ ადრე არქტიკის ყინულები გაუვალი იყო გემებისთვის, ეხლა წელიწადში რამდენიმე თვე ზღვაოსნობა შეიძლება, ხოლო მალე სრული წელი იქნება შესაძლებელი
მსოფლიო ვაჭრობის ნახევარზე მეტი ხდება ამერიკას და ჩინეთს შორის (მსოფლიოს უდიდესი 20 პორტიდან 19 ან ამერიკულია, ან ჩინური. მხოლოდ ამსტერდამი გაეკვეხა ტოპ 20 ში)
ჰოდა რუკას თუ დახედავთ მიხვდებით, რომ მთელი წყნარი ოკეანის გადასერვაზე ბევრად ახლოა არქტიკიდან გემების მიმოსვლა
მეორე საკითხია ის, რომ არქტიკის შელფზე (ანუ მიწაზე ოკეანის ქვეშ) არის აურაცხელი სასარგებლო წიაღისეული. ეგ საკამათო ამბავია, იმიტომ რომ არქტიკას დიდი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთი, კანადა და ამერიკა (ალიასკა) ესაზღვრება
მაგრამ მაგალითად ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ წილი ეკუთვნის
ჰოდა მაგ წიაღისეულისთვის ბრძოლის და ასევე სატრანსპორტო გზების კონტროლის პონტში გრენლანდიას დიდი მნიშვნელობა აქვს
ახევით რა თქმა უნდა არ და ვერ აახევენ დანიას
მაგრამ შეიძლება იყიდონ. როგორც ალიასკა იყიდეს თავის დროზე რუსეთისგან (100ზე მეტი წლის წინ)
მოკლედ ან სამხედრო თემაა ან სამრეწველო

ან ორივე ერთად
This post has been edited by akkai on 9 Jan 2025, 10:43