54 წლის ამერიკელი ბრაიან მორისი ერთ-ერთი ასეთი ადამიანთაგანია))) ლატარიაში 125 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ მამაკაცს დიდხანს არ უფიქრია და მან შური იძია ყოფილ უფროსზე..
ბრაიან მორისმა აშშ-ს პატარა ქალაქ კლარენდონ ჰილზიდან მოიგო Powerball-ის ლატარია და მოგებული თანხიდან საკმაოდ დიდი ნაწილი ორიგინალურად დახარჯა. მან დაიქირავა სატვირთო მანქანები 20000 ტონაზე მეტი "ძღ...ნით" და მისი ყოფილი უფროსის სახლის გაზონზე დააყრევინა)))
ჯორჯ ფიცჯერალდი, მორისის ყოფილი დამსაქმებელი, ხმაურმა გააღვიძა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავები 15 წუთში მივიდნენ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში 10 000 ტონაზე მეტი "ძღ..ნი" უკვე იყო დაყრილი. სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, მორისი იდგა პირდაპირ ქუჩის გადაღმა და იცინოდა მთელ ამ სცენაზე. როცა პოლიცია მივიდა, მამაკაცი მაშინვე მივიდა, დანაშაული აღიარა და მოტივები აუხსნა.
„ბრალდებულმა გვითხრა, რომ ის 17 წლის განმავლობაში მუშაობდა ფიცჯერალდთან და უფროსი ცუდად ეპყრობოდა და მას უწევდა მკაცრი მოპყრობის ატანა, ახლა, როცა მორისმა 125 მილიონი დოლარი მოიგო, ეს გადაწყვეტილება შურისძიების გამო მიიღო“, - განაცხადა ლეიტენანტმა ფრენკ მაიერსმა, კლარენდონ ჰილზის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შემთხვევის გმირი დაკავებიდან ცოტა ხანში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი