კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია. ეს აზრები მთლად ჰაერიდანაც არ მომსვლია, მაგრამ ზოგი სხვანაირად ხედავს.
მე პირადად სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ასეა.
ჩვენ ვართ მთლიანად ენერგია. ფიზიკურ დონეზე, თავად ჩვენი სხეულები იმ დონის ენერგიას სეიცავს ეხლა ატომურ დონეზე , რომ კატასტროფული დონის აფეთქება შეუძლია პოტენციურად ერთი ადამიანის სხეულს.
ატომი რისგან შედგება და მერე ჩვენ რამდენი ატომისგან შევდგებით.. ამ ყველაფერს ერთად რო მოუყრი თავს უკვე გასაგები ხდება, რომ ვართ მთლიანად ენერგია. თანაც პირველყოფილი.
სამყარო რო არსებობს იქიდან მოვდივართ ჩვენ და შესაბამისად არც დასაწყისი გვაქვს, არც დასსრული.
როგორც ენსტეინი ამბობდა - ენერგია არ იბადება არც კვდება , არამედ გარდაიქმნება.
ხე რო ამოდის, იზრდება ხარობს, ბერდება, ლპება და თავის თავს უტოვებს სხვა ახალი თაობის ხეებს. მერე იზრდება ახალი ხე.
ასეა მზეც. დედამიწაც.
ამ სამყაროს აქვს ეს ხასიათი.
სიკვდილი არ არსებობს. არამედ არსებობს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. სანამ სამყარო იარსებებს ასე იქნება.
ამას ახლა რასაც გეუბნები არ ექვემდებარება კამათს
უბრალოდ ასეა ემპირიულად და მორჩა.
თუ ამ მთლიანი მოცემულებიდან დავიწყებთ ათვლას.. მაშინ განზომილელებიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში და შესაბამისად ცნობიერებაც. პირველ რიგში ცნობიერება.
წარმოიდგინე, რომ არის უნივერსალური გონი. ერთადერთი. მთელი სამყაროა ეს გონი.
და ეს დიდი გონი არის დანაწევრებული ნაწილაკებად. გალაქტიკები არიან ამ გონის ნაწილაკები.
მეტად მცირე საფეხურზე ვარსკვლავები არიან ნაწილაკები.. მერე პლანეტები, მერე ჩვენ. მერე ჩვენი უჯრედები, მერე ჩვენი უჯრედის ატომები. მერე ამ ატომების კუარკები... (ჯერჯერობით მეცნიერება აქამდეა მისული სიმების თეორიას თუ არ ჩავთვლით).
ყვ ელა ამ საფეხურს აქვს თავისი განვითარების დონის ცნობიერი.
მაგალითად მზე, იგივე ცოცხალი არსებაა რაც ჩვენ, უბრალოდ სხვა დონის ცნობიერია, ჩვენზე მაღალი დონის სიხშირეებში არსებობს და ჩვენ ვერ აღვიQვამთ მას, გარდა იმისა რასაც ვხედავთ, კაშკაშა ვარსკვალი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რომ მზე შეიძლება პიროვნება იყოს. თავის შვილებით. (პლანეტებით) რომელიც მოგზაურობს გალაქტიკის გარშემო და უკან დაყვებიან მისი შვილები.
ჰელიკოიდი ქვია ამას. დაახლოებით ასეა..
VIDEO აუ ძაან შორს წავედი ეხლა მე..
მოკლედ რისი თქმა მინდა, ლაკონურად რო დავასრულო.. იმის, რომ სიკვდილი არ არსებობს. არამედ არსებობს მსგომარეობის შეცვლა.
სანამ სამყარო იარსებებს იქამდე ვიარსებებთ ყველა ჩვენ.
როდესაც ამ საკითხებს ჩაუღმავდები, მიწიერი სისულელეები სასაცილო ხდება ეგრევე, მაგრამ რას ვიზამთ..
..
ეს ყველაფერი მუდმივი ძიების და აღმოჩენის პროცესია ჩვენივე თავში. ამ ყველაფერს ერთი ადამიანის სიცოცხლე არც ეყოფა.
ვერც ჩაგვეტევა თავში ისეთი დონის სიდიადეებია.
ამიტომ ძალიან ნელნელა უნდა ვწიწკნოთ.
This post has been edited by pibe on 27 Jan 2025, 22:06