#61875792 · 28 Jan 2025, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Andro_forza juve
QUOTE | ანუ თუ სწორად ვხდები მე შენს თეორიას, შენ გულისხმობ, რომ ეს სამყარო - დედამიწაზე რასაც ვცხოვრობთ ახლა, არის ატრაქციონივით |
დაახლოებით. ატრაქციონი... ნუ, შესაძლებელია ამ სიტყვის გამოყენება პრინციპში. კი. QUOTE | ანუ რაღაც ენერგია, რაც რეალრუად ვართ ჩვენ , ამ მომენტში ჩასახლებულია ადამინის როლში.. და განიცდის ცხოვრებას იმ პირობებით რა პირობებიც არის დედამიწაზე.. ანუ იმ თამაშის წესებით თამაშბს რა წესებსაც ექვემდებარება დედამიწა.. გრავიტაცია, ტკვივილი, სიყვარული და რაც ჩამოთვალე.. |
კი ბატონო. მერე კი ეს ყველაფერი რელიგიებს სათავისოთ აქვთ მორგებული და გამოყენებული. ყველა მიმართულებამ სათავისოთ მოირგო. QUOTE | მერე როდესაც დადგება რაღაც მომენტი (რასაც მე ფიზიკურ სიკვდილს ვეძახდი ზემოთ) ეს ენერგია ტოვებს ამ ადამინის სხეულს და შეიძ₾ება წავიდეს რამე სხვა სამყაროში რაზედაც ჩვენ აქ წარმოდგენა არ გვაქვს.. შემდეგ იმ სამაყროში ეგ ენერგია ირგებს იმ სამაყროს თამაშის წესებს და განიცდის იგივენაირ გამოცდილებას როგორც ეს ჩვენს სამყაროში განიცადა? |
ბრუნდება უკან საიდანაც მოვიდა. სახლში. კლინიკური სიკვდილიდან მობრუნებული ხალხი ძალიან მაგარ რამეებს ყვება ისე. ... რო სხეულიდან რო გადიხარ, გეუფლება ისეთი დონის სიმშვიდე და სიწყნარე რომ ამ ცხოვრებაში არასოდეს გამოგიცდია. ასევე ის შეგრძნებები მოდის რომ ის რეალობა ათასჯერ რეალურია ვიდრე მთელი ეს ცხოვრება რაც გამოიარე აქ. იქაურობა ათასჯერ რეალურია ამაზე. და ყველაზე მნიშვნელოვანი.. სახლში დაბრუნების შეგრძნება. სისრულის შეგრძნება. უკლებლივ ყველა ამას ყვება. საუბარი მაქვს ისეთ ხალხზე ვინც დაბადებიდან ბრმა იყო და გარდაცვალების მერე ყველაფერი დაინახა და რო მობრუნდა დეტალებში მოყვა. და თან ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დაბრუნება არავის გვინდოდაო. უბრალოდ რაღაცა ძალა გეუბნება, რომ ჯერჯერობით არაა შენი დრო მოსულიო. არადა მთელი არსით გვინდოდა იქ დარჩენაო. QUOTE | ანუ ხო ხვდები რას გეკითხები.. მე როდესაც ვიცი რომ ანდრო ვარ მე ეს დანამდვილებით ვიცი.. არ მიჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ჩემში თენგიზაც იყოს.. თუ კი მე მიჩნდება იმის ეჭვი, რომ მე კი ვარ ანდრო მარა შეიძ₾ება მე თენგიზაც მმართავს ზოგჯერ, გამოდის მე პიროვნების გაორება მაქვს.. და ჩემში ანდროს გარდა არსებობს თენგიზას გონიც.. ამიტომ შენს თეორიაზე რომ გადავიტანოთ ეს.. მე თუ ვარ ენერგია მე ხომ დარწმუნებული ვარ იმაში ვინც ვარ და რაც.. ამიტმო ეჭი ხომ არ გამიჩნდება..რადგან ეჭვი მიჩნდება და დანამდვილებით ვერ ვიცი რომ ენერგია ვარ, ესე იგი არის რაღაც მეორე 'გონიც' ვინც ამ კითხვას სვამს..
|
არავითარ შემთხვევაში არ ხარ თენგიზა. ხარ სამყაროსგან გამოცალკევებული, გამოავტონომირებული ცნობიერება, რომელიც, რომელიც საკუთარ თავს იძიებს არსებობის სხვადასხვა საფეხურებზე. მერე მთელი ეს ინფორმაცია მიდის სამყაროს სოფტში. ეს ისეა, როგორც ოკეანეს ერთი წვეთი რომ გამოეყოს. იმ წვეთს ზუსტად იგივე მოცემულობა და შინაარსი ექნება რაც მთლიან ოკეანეს. მთელი ოკეანეს ინფოს იცავს ერთი წვეთი საკუთარ თავში. ასე ვართ ჩვენც. QUOTE | გამოდის, რომ როდესაც ენერგია ირგებს ადამინის ფუტლიარს მას აწვიყდება რომ ენერგიაა? და მხოლოდ ამ სამყაროს ინსტინქტებით ცხოვრობს? ანუ ენერგიამ რომ გადაწყვიტა ეს: |
ენერგიას, სოფტს, სულს, მძროლს არასოდეს არ ავიწყდება ვინაა. ჩამოდის მაღალი განზომილებებიდან სადაც მატერია არ არსებობს. რაც უფრო დაბალ განზომილებებში შემოდის ცნობიერება მით უფრო მკვრივია მატერია. მით უფრო მდარეა, დაბალი დონის. ძნელად სამართავი, ტლუ. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. დააკვირდი ჩვენს სხეულებს.  შიში, სიცივე, სიცხე, სიზარმაცე, ტკივილი, დაღლილობა, რაღაცა სულ რაღაცა გაწუხებს, სულ ვერ ხარ, მთლიანობაში რო აიღო მთელი ადამიანის ცხოვრება სიტყვაზე 50 წლიანი ცხოვრების მანზილზე 1 წელი გამოგივიდოდა პოზიტივი და 49 ნეგატივი. მდარე დონისაა ეს განზომილება. ენერგიამ იმიტომ გადაწყვიტა ამ სირთულეებში შემოსვლა, რომ მისთვის ეს სირთულეები არაფერია. ხორცისთვის ყველაფერი. ენერგია ატემპორალური, უდროო არსებაა. დრო მისთვის ისე არ გადის როგორც ხორცისთვის. ამიტომ ეს ადამიანური გამოცდილება მისთვის იგივეა რაც.. კარგად ახსენე შენ და ატრაქციონის ამბავი.
--------------------
VIVA LA LIBERTAD!
Los tiempos difíciles crean hombres fuertes; los hombres fuertes crean tiempos fáciles; los tiempos fáciles crean hombres débiles; y los hombres débiles crean tiempos difíciles.
|