კაროჩე, 3 წელში სამი ჩანთა გამეხა, ყველაჯერ სამსახურის მოცემული ჩანთა იყო.
ხოდა ძაან გამიტყდა ამ ბოლოჯერ აიტისთან მისვლა, მერამდენეჯერ უნდა მომცენთქო..
ხოდა დავდივარ დაკერილ, ზმეიკა რომ ძვრება ეგეთი ჩანთით და რამდენიმე დღის წინ გადახსნილ ჩანთაზე ხელშემოხვეულმა შემოვაბრძანე სახლში.
მივხვდი რომ ახვა გზა აღარ მქონდა, ჩანთა უნდა მეყიდა.
გარედან ბიჭემა დარიცხეს თანხა და დღეს წერეთელზე იმ ცნობილ ჩანთების მაღაზიაში წავედი.
მივედი და ვუთხარი რომ ჩემთვის და ნოუთბუქისთვის მინდოდა.
მათ ჯერ ერთი მირჩიეს, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემდეგ მეოთხე..
აა იმ მესამეს მგონი არაუშავდა..
თავიდან ვამოწმებ, უბეები, ფერი, ფუნქცია, მოკლედ ყველაფერი თითქმის და ზარი მეუღლესთან..
ვარჩევთ, მოკლედ შევჯერდით, მოწინააღმდეგე არავინაა..
ჩავდე დიდ პარკში, გადავიხადე და წამოვედი.
უკვე წარმოვიდგენ როგორ ლამაზად და პრაქტიკულად მივდივარ ხვალ დილას სამსახურში, როგორი საოცარი სილუეტი მაქვს, როგორ გაოცებულები უყურებენ ბავშვები ამ უთესლეს ჩანთას, როგორ ვუკრავ თვალ იმ ლამაზ გოგოს..
მოკლედ საკაიფოდ ვარ რა.
მოვიტანე სახლში, ამოვიღე პარკიდან, ვამოწმებ ხელახლა უჯრებს, ბოლოსთვის აუქს კაბელს ვიტოვებ, ვა რა თესლობაა.. ვატრიალებ სადაც უნდა შეერთდეს სამხრესთან და ვა რა მაგარია, მუშაობს..
მოიცა, ეს რა არის მარცხნივ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by beka331 on 17 Nov 2024, 17:44