akkai
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 43057
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07
|
#62107369 · 5 Jun 2025, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Franziskaner @ 5 Jun 2025, 16:06 ) | არათბილისლებს შეგვიძლია ვპოსტოთ აქანა?
|
თ ბ ი ლ ი ს ი იყო პატარა, რამდენიმე უბნისგან შემდგარი უტკბილესი, უთბილესი და ღიმილიანი ქალაქი... - რომელ უბნელი ხარ? - აი,ამ ფრაზით იწყებოდა ურთიერთობა და მისი შინაარსი ერთგვარი ,,დოსიე,, იყო ყველასთვის. პლეხანოვი, მთაწმინდა, ავლაბარი, სოლოლაკი, დიდუბე, დიღომი, ნახალოვკა, ვერა, ვაკე, სვანეთის უბანი, საბურთალო, ნავთლუხი.... ეს ძირითადი უბნები იყო... უბანს თავისი მეთვალყურე ჰყავდა დიდებშიც და პატარებშიც.... ქურთები, იეზიდები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, რუსები, ყველა იყო ძმა ან და. ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით... უბანს ჰყავდა თავისი პროფესორები, ლამაზმანები, ექიმები, პედაგოგები, ხელოსნები, პენსიონერები, ბოზები,პატიმრები,მევახშეები, მეწაღეები,მესაათეები,კარგი და ცუდი ტიპები და ეს ყველამ იცოდა... ყველა ერთმანეთს ვუღიმოდით და ვესალმებოდით... უბატონოდ ხმას არავინ გაგცემდა... ბინები "უნებართვოდ" არ ტყდებოდა.... ქალს არავინ იტაცებდა... იყო ერთგვარი სიმშვიდე... თუ ვინმე იმ ქვეყნად წავიდოდა, უბანი იყო ჭირისუფალი... ასევე ქორწილი და სხვა რამე რუმეეები.. უბანი გზრდიდა კ ა ც ა დ და ქალად.. თუ ვინმე ,სხვა უბნელი, "ცუდად" გამოჩნდებოდა, იყო დიიდი აურზაური,ჩხუბი, ავტორიტეტების შეწუხება... დილა იწყებოდა მეეზოვის ცოცხის ხმით, მას მოსდევდნენ მემაწვნეები, დანის მლესავები, ბოთლების შემგროვებლები, ნაგვის მანქანის ჟღარუნი... ქალაქს ხუთი ბაზარი ჰქონდა, კოლმეურნეობის,დეზერტირების, ვერის, საბურთალოს და დიღმის... დადიოდა ტრამვაი და ქალაქის მშვიდი გიდი, ტროლეიბუსი... რამოდენიმე ტაქსი.. იყო სუფთა ჰაერი.. იყო მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრები .. ცირკი და არტოს ბაღი... კინოთეატრები კოლხეთი, ნაკადული, ოქტომბრელი, კოლმეურნე, გაზაფხული, ყაზბეგი.. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი,, ქმნიდა შედევრებს.. იყო რამდენიმე რესტორანი, ლაღიძის წყლები, კაფე ნარგიზი, ფრანცია... მარჯანიშვილის მოედანზე კანფეტების კარგი მაღაზია და ცოტა მოშორებით ,,კარგი საკონდიტრო",სადაც უგემრიელესი პასკები, ქიშმიშიანი ბულკები,სლოიკები, ეკლერები და შუები ცხვებოდა... რამდენიმე საავადმყოფო და სამი სასაფლაო... მთაწმინდა და ფუნიკულიორი, მუშტაიდის პარკი,არტოს ბაღი,გორკის პარკი და პიონერთა სასახლე.. გეპეი,სამედიცინო,თეატრალური,კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, მრავალი პროფტექნიკური სასწავლებელი და დიდი უნივერსიტეტი.. ხალხი კითხულობდა.. წიგნებს ცვლიდა.. დადიოდა ქუჩაში... არავის შიოდა და არავის სციოდა... ყველა ყველას იცნობდა და უღიმოდა.. იყო ჩ ა ც მ ი ს დიდი კულტურა... ყველა იყო მშვენიერი,ლამაზი და ყველას ეცვა საოცრად კარგად, რადგან ქალებიც და კაცებიც ბოლო მოდაზე იცვამდნენ.... თბილისი იყო მოდის კანონმდებელი... ასეთი იყო ჩემი და თქვენი თბილისი... რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ..
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|