რომ გვაჯობეს 2 აზრი არაა, თან ბაიერნი ზოგადად უფრო ბრუტალური ანგარიშებით იწყებს ხოლმე ლიგას მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ფლეიოფების დროს წყალქვეშა ნავების მსგავს გუნდებთან იციან აყლისთავება
ის რომ დაცვა არ გვივარგა ეს ბრენტფორდთან თამაშის დროსაც გამოჩნდა და ცენტრალური მცველი რომ საყიდელია ვთანხმდებით
ამ შემთხვევაში 2 რამ მაინტერესებს:1) პედრო ნეტუ რატომ არის მყარად 11 ეულში როცა ესტევაო გადასარევ შთაბეჭდილებას ტოვებს და მაგრად ამწვავებს, ჩემი აზრით ესტევაოს ძირითადიდანვე უნდა დაეწყო, განსაკუთრებული დამსახურება არ მახსენდება ნეტუსგან რომ ხელშეუხებელი იყოს
2) ანდრეი სანტოსი რა ჯიშის ცხოველია, უდონო უკლასო და ბევრი უ შეიძლება ჩამოთვალო ამ სოკერის მოთამაშეზე, ფეხბურთელს ვერ ვუწოდებ ისეთი ამაზრზენი როჟაა. მუდმივად ცვლილებაზე გამოდის, სოლიდური დრო ეძლევა და რას აკეთებს ისეთს რომ იმსახურებდეს თუნდაც 30 წუთით თამაშს მე არ ვიცი. ნოიერი რომ გახურებულიყო პერიოდულად აწვდიდა ცენტრიდან პასებით ბურთს
პ.ს. ცვლილებები მართლა დააგვიანა, ესტევაო ძირითადში თუ არა, მე-3 გოლის შემდეგ ეგრევე უნდა შემოეგდო. ერთ მომენტში განწირულად მოახერხა საჯარიმოში სახიფათოდ პასის გაკეთება კუთხურის ხაზიდან და იმდენად არავინ არ ელოდა რომ ესტევაო ამას შეძლებდა კაციშვილი არ მისულა ახლოს მეკარის საჯარიმოში რომ დახვედროდნენ მოწოდებულ ბურთს
იანვარში თუ არ გააძლიერებენ ცენტრალურ დაცვას/მეკარის პოზიციებს დიდად გასვლაში აზრსაც ვერ ვხედავ, ჰაინკესის ბაიერნი რომ ყოფილიყო გასაგებია, მაგრამ ამ ბაიერნთან რომელსაც დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც პრობლემები აქვს ასე უსუსურად თამაშს მაინც არ ველოდი. ნუ მცველის და მეკარის გარეშე ფლეიოფში თუ გადავეკვეთეთ ისევ რა შეიძლება შეცვალოს მარესკამ წარმოდგენა არ მაქვს.
სანამ პრობლემურ პოზიციებს არ გააძლიერებენ იქამდე ამ ეტაპზე არ ვიქნებოდი მარესკას გაშვების მომხრე.