kavkasionskyგეთანხმები მაგაში, მაგ დიდ ეგოიანი ტიპების მართავს მარტო ფსიქოლოგობა არ სჭირდება, ყვერებიც უნდა გამოაჩინო ხშირად
მაგალითად გვარდიოლა ყვერებს ადებდა ხოლმე იმ ბარსელონაში იმას ვინც არ შეასრულებდა დავალებას
ვინიციუსი არ არის მესი რომ, მითუმეტეს როცა ასეთ ცუდ ფორმაში - რამით უნდა დააბალანსოს ცუდი ფორმა შეტევაში, ჩამოვიდეს უკანაც რასაც არ აკეთებს
ამ სეზონში მარტო ვინიციუსის გამო კაი 10 ქულამდე დაკარგული გვექნება, თუნდაც ესპანიოლთან ისეთები ქნა, არ მახსოვს მგონი ოსასუნათან იყო მცველს გასცდა, მცველი საყრდენი ხელი ბურთს შეეხო მაგრამ ვერ შეუშალა მოძრაობაში ხელი, ამან იმის ნაცვლად რო კარში ბურთი შეეგდო მეკარეღე იყო დარჩენილი ბურთი მიატოვა და მსაჯთან გაიქცა პენალტი დამიდეო და იმდენი უყვირა სანამ ყვითელი არ აიკრა
უამრავი ეგეთი მატჩი შემიძლია გითხრა სადაც ვინიციუსი იყო უბრალოდ გულისამრევი, ხოდა მარტო ფსიქოლოგი კი არა, კაი ყვერები სჭირდება ანჩელოტის რომ მოაკეტინოს + თუ საჭიროა სკამზე გადმოსვას ცოტა ხნით
მაგრამ არ აკეთებს არც მაგას, თუნდაც როდრიგო ავიღოთ. გუშინ დაიწერა აქ სტატისტიკა, ბოლო 3 თვეში 3 გოლი აქვს გატანილი რაც კატასტროფაააა, ტიპს მაინც ძირითადში ტენის, მესმის რო დაცვას ეხმარება რაც შეუძლია ტიპი მაგრამ მაშინ 4-2-1-2-ზე გადავიდეთ და არა 4-3-3ზე
ძაან ბევრი დეტალია რასაც არ ტესტავს
როცა დიდი ხანი ცუდად მიდის საქმე, ერთი გამოსავალი რჩება არსებული შემოადგენლობიდან - დატესტო სხვადასხვა სტრატეგია და მოარგო სხვადასხვა ფეხბურთელს, იქნებს გაჭრას
ეგეთ რამეს რო ვხედავდე კარლოსგან, ვაბშე ცუდ სიტყვას არ ვიტყოდი! მაგრამ ყოველ თამაშI ერთიდაიგივე სასტავი, თან 72 საათში ერთხელ თამაშობენ მართლა და ესენიც რობოტები ხო არ არიან, ყველაზე ცოტა ირბინეს 1/4 ფინალში რეალის ფეხბურთელემა, კატასტროფაა ისეთ ცუდ ფიზიკურ კონდიციებში არიან
სოსიედადთან ბელინგემი ვერარ დადიოდა მეორე ტაიმში, ამან ყველა გამოცვალა გარდა მაგისი ;დდ 120 წუთი ათამაშა
არის კონკრეტული დეტალები რაზეც უბრალოდ ვერ მოვუწონებ
ვუსმინე ბევრ განხილვას გუშინ და ვხვდები რო ზოგჯერ პრაგმატულობას ირჩევს და შეიძლება გამართლებულიც იყოს მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა მოყვებოდეს რო ეგ პრაგმატულობას მოვუწონოთ!
აგერ სიტისთან წინა წელს გასვლაზე, 90% დაცვაში ვიჯექით და თან ძააან წარმატებულადაც, ხოდა ეგ დასაფასებელი პრაგმატულობააა
იმავე სიტისთან ბერნაბეუზე წინა წელს, მარჯვენა ფლანგი მოხსნა შეტევის სრულიად, როდრიგო-ვინიციუსი ორივე მარცხნიდან უტევნდნე და გვარდიოლა არ იყო მაგისთვის მზად
ხოდა ესეთ რაღაცეებს აღარ აკეთებს ამ სეზონში, თან როცა მბაპე გყავს ანუ +1 უმაგრესი გამქცევი და გამტანი, არაფრის დატესტვა უკვე მეტისმეტია - აგვისტოში რო დააყენა 9-იანზე, იმის მერე არ უცვლის პოზიციას
Sandroალბათ აქ უმეტესობა ეგრე ვიყავით 2014 წლამდე
მერე ყველაფერი შეიცვალა
This post has been edited by Skinheada on 11 Apr 2025, 14:38