ბარსას მედია მაქვს გამოწერილი ტიკტოკზე და ერთი რამ რაც თვალში მეცა უნდა დავწერო აქ.
მოკლედ, ეს ახალგაზრდები ცოტა ვერ არიან ერთმანეთის შეფასების დროს, ანუ თანაგუნდელებს არასწორად აფასებენ და მენტალიტეტის კუთხითაც რაღაც არც ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ ამ შემთხვევაში კუბარსის, ფერინ ლოპეს, პედრის ვგულისხმობ.
ამ დროს საერთოდ სხვა სამყაროდანა იამალი.
რა თქმა უნდა, ცანცარებს და ჩაცმის გემოვნებითაც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მენტალიტეტის კუთხით ძაან სხვაგანაა ტიპი.
ასე საკუთარ თავში დარწმუნებული ამ ასაკში კი არა 30 ასაკში არ მახსოვს ფეხბურთელი.
კლასიკოს წინ რომ წყლის ბოთლით ერთობა, მანდ ჩანს რა დონეზე დგას ფსიქოლოგიურად ტიპი.
კუბარსი მგონი კატალონიელია ?
პედრი და გავი არ არიან კატალონიელები და საუბარზე როგორ ეტყობათ ეგ ფაქტი :დ
რაფინიას თანაგუნდელებიც ვერ აფასებენ, საფეხბურთო ფილტრებში სადაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა აერჩიათ, პირველზე არ გაიყვანეს რაფო, პედრიმ საერთოდ 5 მიღმა დატოვა