მოდი ობიექტურად შევაფასოთ რაღაცები.
რამდენიმე იუზერი ამ თემაში წლებია ვწერდით, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო მწვრთნელი.
სამწუხაროდ, ეგ რამდენიმე იუზერი ცოტა ვიყავით და დანარჩენები საპირისპიროს ამტკიცებდნენ და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ მესის დააბრალეს ლიგაზე წარუმატებლობა, რადგან თურმე მესი ვერ აპრესინგებდა და მაგიტომ წავიტეხეთ კისერი გადამწყვეტ ეტაპზე- თორემ ვალვერდე გენიოსი იყო.
შემდეგ უკვე ჩავი გაგვისაღეს დიად მწვრთნელად და ბოლოს გასასამართლებელი საბუთი ჰქონდათ ის, რომ თურმე ფეხბურთელები არ ჰყავს.
მოვიდა ფლიკი და მაგ იუზერების დიდი ნაწილი იშვიათი გამონაკლისების გარდა, ელოდებოდნენ ფეხი როდის დაუცდებოდა ჩვენს გერმანელ იესო ქრისტეს და უკვე გამზადებული ჰქონდათ ჩავის საქებარი პოსტები.
საბოლოოდ, გამოდგა, რომ მართლები აღმოვჩნდით ის ხალხი, რომლებიც მწვრთნელზე ვწუწუნებდით.
სამწუხაროდ, მეორე მხარეს არ ეყო იმის გამბედაობა, რომ შეცდომა ეღიარებია და ბოდიში მოეხადათ ამდენი წელი რომ ტვინს გვიბურღავდნენ ჩავის და ვალვერდეს ქებით.
ახლა ასევე ობიექტურად მინდა შევეხო თამადას მოღვაწეობას, რომელსაც ზოგიერთი ვითომ ფეხბურთის მცოდნე ხალხი მესიად სახავს
ტიპი არის ტრამპის კატალონიური ვერსია, ანუ ბოლო დონის პოპულისტი, უბრალოდ ერთი რაც აქვს დიდი პლუსი -იღბლიანია და ბევრი კარგი რამე ხდება ბარსას სასიკეთოდ, როდესაც ეგ მოდის სათავეში.
ჯერ იყო მესი გაუშვა ტიპმა, შემდეგ, როდესაც ფული არ გვქონდა ბევრი უაზრო ტრანსფერი აკეთა და რეალურად კუნდეს ყიდვა იყო ყველაზე ლოგიკური და სწორი ნაბიჯი.
რომ არა ჩავის ენის ყრანტალი რომელიც პირადად შეეხო თამადას ეგოს და პრესტიჟს, დღესაც ჩავი გვეყოლებოდა მთავარ მწვრთნელად და შედეგი გვექნებოდა მაქსიმუმ მე-3 ადგილი ლა ლიგაში და კლასიკოების წაგება.
ფლიკი დაგვეცა ტუზივით და სწორედ მის ხელში გახდა რაფინია თანამედროვე ფეხბურთს მორგებული რივალოდ და ასევე მოხდა სასწაული და მესის ჩაბანილი ბავშვი ახალი მხსნელი გაგვეჩითა.
დასკვნა- რა თქმა უნდა თამადამ რაღაცები გამოასწორა, მაგრამ მის ცამდე აყვანა არის მორიგი უვიცობა და რეალურად, რომ არა ლა მანსიას მორიგი გასროლა და ფლიკი, ახლაც ვერ ვიქნებოდით დაბრუნებულები დიდი თამაში.
სტადიონის ფულს როგორც მაგან იშოვა ისე სხვებიც იშოვიდნენ და მინდა შეგახსენოთ სწორედ თამადა ხტებოდა ტრუსიკიდან ბარსამ რომ დაიწერა რეკლამა მაისურზე და გაიძახოდა ჩვენი იდენტობის დაკარგვაო.
ახლა ტრანსფერებს რაც შეეხება- დიასს იმედია დაბლოკავს ფლიკი და ლივერპულიც გაჯიუტდება.
მაგაში 85 მილიონის გადახდა არის სირობა. ასევე იმედს ვიტოვებ-ეს დეკუ გააჯვამს გუნდიდან და ვინმე ნორმალური მოვა.
ნიკოს რადგანაც არ იმატებენ, უმჯობესია არავინ იყიდონ მაგ პოზიციაზე და თავდამსხმელი მოიყვანონ ვინმე ნორმალური.