გამორიცხულია რომ ფინალში გახვიდე, გზად ატლეტიკოს ეომო 5-4,
ფინალში კლასიკო გელოდებოდეს და 100 კი არა, 120%ით არ გინდოდეს მოგება
ზოგადად კოპაზე დავწერ ჩემ აზრს, თავისთავად დიდი ვერაფერი ტურნირია, პრესტიჟის და ფინანსური კუთხით
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება რომ გახდეს მნიშვნელოვანი
ამას ფინალამდე განვლილი გზაც განაპირობებს და ფინალში ვის შეხვდები
გზად რომ ოსასუნა-მალუორკები გაგვევლო და ფინალშიც რამე ბილბაოს ატლეტიკი ყოფილიყო, სხვა ფასი ექნებოდა მაგ თასს
მაგრამ როცა 1/2 ფინალში ატლეტიკოს ეომები, უქამბექებ, გასვლაზე 1-0ს უწურავ, ტანჯულობ მთელი ბოლო ტაიმი
და მერე ფინალში რეალი გელოდება, როცა კოპა ლა ლიგას მოყვება კომპლექტში, + ასეთი მეტოქეების გავლით, ეგ აღარაა ჩვეულებრივი კოპა
გამოაკელით ტრიპლეტს კოპა და აღარაა ტრიპლეტი:დ
ამიტომ კონტექსტს გააჩნია ყოვლეთვის და ერთი თასი აუცილებლად არ უდრის მეორეს
განსხვავებული ღირებულება შეიძლება ქონდეთ, კონტექსტის გათვალისწინებით
მორალურადაც, ფინალის მოგება თან ისტორიულ მეტოქესთან, ყოველთვის სჯობს დაკიდებას
ამიტომ არანაირი ინტერზე ფიქრები, ძვლები უნდა დაიდოს კლასიკოში