არაა ###ობა
პოზიციური თამაში უჭირს, მამენტ ჯერ პატარაა.
მარა ფიზიკურად 1-1ზე ჯორივითაა. ლეაუს და მსგავს ###ობებს ეჭიდავება ხოლმე მაგრად.
პლუს ამას, საკმაოდ კარგი პასი აქვს. ბასტონი ვერაა, მარა პასის ამბავში თუნდაც პავარზე უკეთესია.
პლუს, შეტევაში ბევრად კარგად ერთვება ვიდრე პავარი, სწრაფია უფრო და გამძლეობაც მეტი აქვს.
და რაც მთავარია, თავით თამაშობს კარგად. კუთხურებზე (თუ მოაწოდა ვაფშე ინტერმა

) საკმაოდ სახიფათოა ხოლმე.
პოზიციური თამაშის და გამოცდილების გარდა პავარი არაფრით ჯობს.
მარა, პავარია უფრო საიმედოა დაცვაში. ბევრად გვერჩივნა ხვალ პავარს დაეწყო და თუ რამეა მერე შემოსულიყო ბისეკი (რაც აუცილებლად მოხდებოდა).
ისე, რო რამე პავარის პოზიციაზე დარმიანიც თამაშობს.
მაინც საინტერესოა ძირითადები რა.
არამგონია ლაუტარო და მითუმეტეს ლევანდოვსკი ძირითადში იყვნენ ხვალ, არის 50-50-ზე მგონია, რაც არ უნდა დაიწეროს მანამდე, მიუხედავად მაგისა.
ერთი საათით ადრე გავიგებთ რა და როგორ იქნება.
არაუხოზე არ ვიცი, თქვენზე უკეთ სად მეცოდინება, მარა მაგის არ ყოფნის გარეშეც, ფურცელზეც უყლევესობა ჩანს თქვენი დაცვა.
ერთი ნათელი ისაა რო იამალს არ ექნება ის მხარდაჭერა რაც კუნდესგან ჰქონდა პირველი მატჩის პირველ ტაიმში, როცა აიკლეს ინტერის მარცხენა ფლანგი და ააოხრეს.
ჯერ ხო ლამინი ვერ გააჩერეს, მარა რო რამე კუნდეც იმდენად ახლოს ედგა, შეტევის მხარდაჭერის მხრივ და დაცვის მხრივაც, იამალიც არ ფრთხილობდა ბურთის დაკარგვას, იმდენად ფარავდა მის უკან სივრცეებს კუნდე.
ერთი რაღაც ვერ მივხვდი და დამეხმარეთ აბა გაგებაში.
სუპერ გუნდი გყავთ ნახევარდაცვა-შეტევის ამბავში.
უსწრაფესი, უტექნიკურესი, სუპერ შეთამაშებული.
მარა, რანაირად მოახერხეს ან ზაფხულში, ან ზამთარში რო ასეთი ### დაცვა შემოინახეს?
გასაგებია რო კუნდე და ბალდე მაგრად თამაშობნენ წელს, მაგრამ ამდენი მატჩი მარტო მაგ ორზე რანაირად შემოინახეს.
ეგ ხო არ ხდება და ელემენტარულია რო მთელს სეზონს თუ ფლანგზე მაგ დატვირთვით ათამაშებ მოთამაშეს, დღევანდელ ფეხბურთში, სეზონის ბოლომდე სათუა რო ტრავმის გარეშე მივიდეს.
ანუ, ინტერმა ბიუჯეტის არ ქონის ამბავშიც კი მოახერხა მსგავსის არ დაშვება.
დიმარკოს პოზიციაზე კარლოს აუგუსტო ყავს, რომელიც არა თუ ნორმალური შემცვლელია, ძირითადისთვისაც შეუძლია ბრძოლა.
და დუმფრისის პოზიციაზე დარმიანი - რომელიც დამტკიცებულად კარგია ბექ-აფად.
პლუს ზამთარშიც მოიყვანეს მაგ პოზიციაზე სხვა ტიპის მოთამაშე (ჟალევსკი).
თქვენ როგორ მოხვედით აქამდე ამ არარსებული შემცვლელებით?
ან რა ინიგო მარტინესი და პაუ კუბარსი. გასაგებია რო ორივე სუპერ სეზონს ატარებს, მაგრამ ერთი ბებერია, მეორე ახალგაზრდა.
ორივე ტრავმიანობის რისკქვეშაა, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი მატჩის თამაშის შემთხვევაში.
ჩემი აზრით, თუ ტრებლს ვერ მოიგებთ.
ცალსახად ხელმძღვანელობის შეცდომა იქნება - ამ კუთხით.
იმიტომ რომ, ოდნავ უკეთესი დაცვა რო ყავდეს ბარსას ამ მომენტში, თუნდაც ბექ-აფების ხარჯზე, უფრო სეიფ პოიზიციაში იქნებოდით.