ეს შემადგენლობა ჩაიბარა არტეტამ.
ეს იყო გუნდუი რომელიც არაფერს არ წარმოადგენდა 10 წლის განმავლობაში და ლიგაზე 6 წელი არ იყო ნამყოფი.
ამ სიაში ვისაც ნორმალურს ხედავთ დავუშვათ საკას სახით, მაშინ იყო 17 წლის.
დანარჩენი აბსოლუტურად ყველა გაუშვა და არცერთს აღარ უთამაშია ფეხბურთისმაგვარი რამ.
5 წლიწადში დააყენა გუნდი რომელიც ტრებლის მომგებ სიტის ქულაქულაში მიყვებოდა 2 წელი ჩემპიონატში, ზედიზედ პრემიერლიგის მეორეადგილოსანი გახდა სამჯერ და ლიგის ფავორიტებში გაერია.
6 წელი სანამ დავემშვიდობებოდით ლიგას, მანამდე 3 თუ 4 წელი მერვედფინალს ვერ ვცდებოდით და ბაიერნი გვიგებდა 10-2ებს ორი მატჩის ჯამში.
ბოდიშიში მაგრამ ცოტა უხერხულია არტეტაზე და მის პროექტზე (თუ რაც გინდათ ის დაარქვით) ქილიკი.
ფული დახარჯა აბა რას იზავდაო სანამ იტყვით, მაგ პერიოდში ტოტენჰემმაც მაგდენივე დახარჯა, იუნაიტედმაც და ჩელსი საერთოდ ყველა ტურნირს უნდა იგებდეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მაგრამ კონფერენს ლიგაზე ბურთაობდნენ 3 თვის წინ.
არტეტა სულ რო ისე წავიდეს გუნდიდან რომ აწი ვერაფერი მოიგოს, ძეგლი ეკუთვნის მაინც ზედ ემირეითსის სახურავზე გუნდისმაგვარის იმ მძღნერიდან ამოყვანისთვის, რასაც არსენალი ერქვა
