ნიკო ვილიამსის ტრანსფერი რომ განხორციელებულიყო იქნებოდა- ყველაზე სწორი, ადეკვატური და საუკეთესო ტრანსფერი ბოლო წლებში რაც კი ბარსელონას გაუჩარხავს.
ეგ ტრანსფერი რომ არ შედგა დამნაშავე მხოლოდ თამადა და იდიოტი დეკუ არ არიან. მართლა, აურია იმ შავმა ბასკმა, მაგრამ თუ რაშფორდს აძლევდი ხელფასს იმდენს, რამდენსაც ნიკოს და ამ რაშფორდის რეგისტრაციას აკეთებ, დიდი ხანი გესაუბრა თბილად და სწორი მესიჯებით იმ ნიკოსთანაც მშვიდად რომ ყოფილიყო და ბოლოს და ბოლოს ამდენს იტყუები (თამადაზე მაქვს საუბარი ) და მოგვეტყუებინა ეგ ნიკოც
რა თქმა უნდა, ნიკოს დაკარგვა არ არის დიდი ტრაგედია ბარსასთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შეილახა კლუბის პრესტიჟი და დავრწმუნდით, როგორი იდიოტების ხელშია კლუბი, აი ეგ ტრაგიკომედიაა ტრაგედია კი არა.
რაშფორდის ტრანსფერში ერთადერთი პლუსი არის ის, რომ დიასი არ მოიყვანეს. დიასში 80 მილიონის მიცემა იქნებოდა, ძაან დიდი შეცდომა, რომელიც კიდევ უფრო დაგვარტყამდა ეკონომიკის კუთხით და უფრო დაგვხევდა უკან, ვიდრე წინ წაგვწევდა.
სტადიონი რომ ვერ ესწრება, მაგაზე საერთოდ კომენტარიც მიჭირს.
შტეგენს რომ ვერ უშვებენ და ეგ სულელიც და უთავმოყვარეო არსებაც რომ არ მიდის, ვერც მაგაზე დავწერ ბევრს, რადგან არ მაქვს მაგის არც ნერვები და არც სურვილი. ერთი რასაც დავწერ არის ის, რომ ბევრი ბარსას ფანი იცავს შტეგენს რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში ფანების კუთხით, როგორც ჩვენ ისე რეალს, ძაან ცუდად გვაქვს საქმე.
ახალ სეზონში მხოლოდ ფლიკის იმედი თუ გვექნება, რომელიც არის ჩვენი მესია და იმედია ბოლოს ეგეც ჯვარზე გაკრული არ დაასრულებს
თუ არ აურია გვარდიოლაზე წინ დადგება, როგორც მწვრთნელი და გახდება ბარსას ისტორიაში საუკეთესო მაგ პოზიციაზე.
მადლობა ბავარიას რომ ეგ კაცი გაუშვა და მადლობა იმ ჟურნალისტს ჩავის ის შეკითხვა რომ აჯახა და ეგ ჭიჭყიტა ფსევდო მაჩო მოგვაშორა.