უკრაინის მოგება ის იქნება რო რუსეთი ვერ მიიღებს იმას რის გამოც ეგ ომი დაიწყეს
ვერ დასვამენ სასურველ რეჟიმს კიევში, ვერ მიიღებენ სასურველ ტერიტორიებს და ა.შ.
თორე უკრაინის მოგება ზოგს გონია რო მოსკოვში პარადი უნდა ჩაატარონ უკრებმა

როგორც თავის დროზე ფინეთი ვს სსრკ ომი იყო, ეგრე თუ დასრულდა ეს ომიც მოგება ეგ უკრაინის.
დავიდ ვილიაარ ღირს კომფირმისტი ვითომ რეალობის და პრაგმატიზმის მქადაგებელი სასტავის გამო გულის გატეხვა,
სინამდვილეში ეგეთი ხალხი ყოველთვის უმრავლესობაში იყო, ამ ბოლო წლებს რო გავანებოთ თავი 1921 წელი რო ავიღოთ რუსები რო შემოვიდნენ მაშინაც ეგრე არ იყო რო არაფერი მასობრივი წინააღმდეგობა არ ყოფილა თავის ეზოებში მშვიდად იჯდნენ ბევრი და იქიდან ჭკუისკოლოფობდნენ, ნუ მერე გერმანიას შეაწყვიტეს ეგენი და მაგათი შვილები მაგ ეზოებიდან რო კინწისკვრით გარეკეს სსრკს არმიაში.
კრწანისშიც ეგრე იყო, ისევ 1 მუჭა ხალხი იბრძოდა,
და ზოგადად სულ ეგრეა, ეხლა თუ რუსეთს რას მოერევის იძახიან ადრე სპარსეთს რას მოერევი, ოსმალეთს რას მოერევი, მონღოლებს რას მოერევი, სელჯუკებს რას მოერევი, ბიზანტიას რას მოერევი, არაბებს რას მოერევი, ისევ ბიზანტიას რას მოერევი, ისევ სპარსეთს რას მოერევი, რომს რას მოერევი, პართიას რას მოერევი და ა.შ.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ სახალხო კრება რო იყო რადიკალები და აქტიური სასტავი იქაც ცოტა იყო, ყველაზე დიდი რაოდენობა იყო ე.წ. ჭაობი სასტავი რომელიც არაფერს არ აკეთებდა და ყველაფერზე ორჭოფობდა.
ზუსტად ეგეთი ჭაობია ეგ უმრავლესობა ვითომ რეალ და პრაგმატულ პოლიტიკას რო აწვება, დანარჩენი ყველაფერი და ისიც რო ვითომ ქოცების გაშვებაზე რო თანახმა არიან მარა აბა ვინ შეცვლის და სახელები და გვარები რო უნდათ და გვარიშვილობის დოსიე ეგ უბრალოდ თავისივე უსაქმურობის და ხშირ შემთხვევაში უნამუსობის გაპრავების მცდელობაა ისიც პირველ რიგში თავისი თავის წინაშე, არა კი ადგებოდა სკამიდან მარა აბა ვის გამო ადგეს? ჯერ რისი ამდგომია და რომც ადგეს რისი გამკეთებელია ეგეთი უმაქნისი სასტავი?
ასე რო არაფერი გულისგასატეხი არაა
და გუშინ ვინც იქ იყო უმრავლესობა იმის გამო იქნებოდა რო ნორმალური ხალხია და ამ ###ობის და უსამართლობის შემხედვარე რაღაცა აიძულებს სახლიდან გამოვიდეს აქციაზე და პროტესტი გამოხატოს, ეგეთი ხალხი ცვლის ზუსტად სიტუაციას და არა კომფორმისტი დომინოს მოთამაშეები ვითომ ღირსეულ შემცვლელს რო ვერ ხედავენ.
და გუშინდელმა დრემ აჩვენა რო ეგეთი ხალხი ბევრია, თბილისში უმრავლესობაა ეგეთი და ქვეყანაში მინ ნახევარი და ესეც ისევ ქოცების ### დათვლით, რეალობაში კიდე მეტი შეიძლება ვიყოთ.
ასე რო კი გვაქვს იმედიც და მომავალიც გამოსწორების და უკეთესობის.