პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმის დაკითხვის შემდეგ დრო გავიდა და შეიძლება მოწმეს ბევრი რამე დაავიწყდეს.
მოსამართლე პროკურორს: „ჯერ დაკითხეთ და თუ არ ახსოვს შემდეგ გამოუქვეყნეთ...ანუ თქვენ ეკითხებით ასე იყო თუ არა ნამდვილად?
ბექა გოცირიძე: დაახლოებით კი, ვიჩხუბეთ და რაღაც ისეთი არ ყოფილა, მოხდა რა, ადამიანები ვართ და ხდება
მოსამართლე: რომ იჩხუბეთ იმიტომ არიან ეს ადამიანები რამდენიმე თვე საპატიმროში
ბექა გოცირიძე: ადამიანები ვართ რა....ჩემზე ბულინგი მიდის, ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე... რა დავაჭერინე..
მოსამართლე: რამდენიმე თვეა ადამიანები არიან ციხეში, როცა მოდიხართ სასამართლოში დაზარალებული, კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ...
ბექა გოცირიძე: მოხდა კონფლიქტი რა...
მოსამართლე: ყველა არ ჩხუბობს....
5 თვა ხალხი დაჭერილია ამის გამო და ეხლა არ ახსოვს
კაი ტიპობას აწვება ბოლომდე

ბექა გოცირიძის თქმით, პოლიციელმა მას ანახა დანა: „რა დანაც მქონდა ის იყო, მაგრამ ჩემი დანა იყო თუ არა, არ ვიცი... სიმართლეა, დანაზე ხელი არ წამივლია...იძახდნენ დანა აქვსო....ტვ პირველზე ვუყურე იძახდნენ.. დანა არ ამომიღია, ამომივარდა.. მივდიოდი სახლში... ახმეტელზე ვცხოვრობ, რუსთაველიდან ვაპირებდი წასვლას... მივდიოდი რა ჩემთვის, არ შეიძლება გავიარო რუსთაველზე?".
ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ", - ამბობს ბექა გოცირიძე და ამატებს: „არც კამერა მეჭირა და არაფერი...მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო.. ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს".
This post has been edited by akkai on 17 Dec 2025, 14:47