აქ სეკრეტ სანტა ვინ იყო ვერ გაიგებ, წესით ბოლომდე ანონიმურია.
ხოდა ვიღაცამ მაჩუქა კრეატიულ-ბავშვური ქაღალდის ლეიკოპლასტი, საფოსტო ქარდი და დასაკრავი პატარა თვალები. თუ ბავშვები გყავს შეგიძლია ვთქვათ კვერცხს დააკრა ან რამე ნებისმიერ ნივთს და გაამხიარულო.
თან ჩემს საჩუქარს ჩემი გვარი არასწორად ეწერა და ბოლოს -შვილ—ს ნაცვლად -ჰვილი დაბოლოება ჰქონდა.
კი შემეტყო, რო იმედი გამიცრუვდასავით, მარა ჩემი თანამშრომლები ჩემზე მეტად გაბრაზდნენ ჩემი საჩუქრის გამო. ერთმა ვერ მოითმინა და ვიღაცის სეკრეტ სანტას საჩუქრების სამადლობელო პოსტზე დააკომენტარა:
“კარგი იქნებოდა, ყველა რომ ასე მონდომებით არჩევდეს საჩუქარს.”
ჩვენ კი სიცილით მოვკვდით ეგ რო დაპოსტა, მარა სეკრეტ სანტას ორგანიზატორისთვის საერთოდ არ იყო სასაცილო
ჯერ ამ ჩემს თანამშრომელთან დაიწყო რეკვა, მერე მე მომწერა, რო გავიგე უკმაყოფილო ხარო. ვკითხე იმ კოლეგას, ვინც შენ გაჩუქა და ძალიან მონდონებით აარჩია საჩუქარიო და თან ამიხსნა ყველა დეტალზე, რა რატომ აარჩია.
ვაიმეეეეეე
რა საჭირო იყო? ასეთი ყველას დედიკოები ნერვებს მიშლიან.
შეიძლება თვითონ მიყიდა ის საჩუქარი.
მაგის მერე დღე არ გასულა ვინმეს რო არ გამოევლო ჩვენთან და არ ეკითხა, ვის საჩუქარს გულისხმობდა ჩემი თანამშრომელი

თან ტეხავს ასე უკმაყოფილება გამოხატო, როცა მართლა მოინდომა
ვიღაცამ :/
This post has been edited by ninc_lfc on 19 Dec 2025, 13:15