ჯექსონზე რა გადაწყდა, მოდის ჩვენთან?


პლიაა
* * *
---------------------------------------------------
საქმეში FIFA ჩაერთვება - როგორ დააძალებს ჩელსი ჯექსონს უკან დაბრუნებას
ნიკოლას ჯექსონი ამ დრომდე მიუნხენში რჩება და იმედოვნებს, რომ ბაიერნთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს.
თავის მხრივ, სანამ ბაიერთან კონტრაქტი არ არსებობს, ჩელსის სრული უფლება აქვს, რომ ფეხბურთელს ლონდონში დაბრუნება მოსთხოვოს. შესაძლოა, ჯექსონის ადამიანურად გვესმოდეს, მაგრამ კანონი კანონია.
იმ შემთხვევაში თუ ჯექსონი სიჯიუტეს განაგრძობს და კვლავ ეცდება ჩელსის დაიგნორებას, მაშინ ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის მიმართ FIFA-ს წესების გააქტიურება შეეძლება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჯექსონი რაღაც დოზით შემცირებულ ხელფასს მიიღებს, ან საერთოდაც უხელფასოდ დარჩება და თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ FIFA-სგან ფეხბურთელი დისციპლინარულ ჯარიმას მიიღებს.
ყველაზე უკიდურესი შედეგი კონტრაქტის გაწყვეტა იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე აქამდე არ მივა.
This post has been edited by Choncxis mzera on 31 Aug 2025, 15:24