მაოცებს ეს ფორუმი ლოგიკური არგუმენტებით
ანუ რას ამბობ ახლა შენ, მილანიც ლუზერია ისტორიით ? ჩვენზე უარეს დაემართა ლივერპულთან და არანაკლები დეპორტივოსთან.
პერსიკაც რომ არ იკადებს, ისეთი არგუმენტებით მოძრაობთ.
ბოლოს არსენალმა რომ სერიოზული ტიტული მოიგო შევარდნაძე გადადგა იმ წელს
იმის მერე ფასეული ტიტული რა არის არ იცით და მაგ დროს ან იქნებოდი შენ არსენალის ფანი, ან არა.
ჩემპიონთა ლიგა რომ არ გაქვთ მოგებული მაგიტომ კი არ ხართ ლუზერი გუნდი, სხვა თასებზეც რომ ვერაფერს შვებოდით, აი მაგიტომ ხართ ლუზერები.
თბილისი დინამოს დინამოს დონის წარმატება გაქვთ ევროსარბილეზე.
ატლეტიკო კი არა, სევილი უფრო წარმატებული კლუბია ევრო ტიტულებით.
დიახ, არსენალი არის ლუზერი გუნდი, რომელიც რეალურად არცაა ისტორიით ევროპის საფეხბურთო გრანდი და მხოლოდ ინგლისური ფეხბურთის ტოპ კლუბია და ვერც მანდ წვეტთ ვარსკლავებს წლებია უკვე.
ბარსელონა კი არა, ინტერის დონის ისტორია არ გაქვთ და იუვენტუსთან ხომ საერთოდ ახლოს არ ხართ.
ჩვენ ვართ სუპერ კლუბი <3 თქვენ ხართ ჭ კლასი.
ლა ლიგიდან რომ შევადაროთ ატლეტიკო ისტორიულად უფრო დიდი გუნდია, ვიდრე არსენალი, ეგ კი არა ინგლისში ჩელსიმ გაჯობათ უკვე საერთაშორისო ტიტულებით.
P.S ლიგის ვერ მოგება არაფერ შუაშია. ლიგას რეალის გარდა ხშირად ვერავინ იგებს და რომ არ გაქვთ მოგებული, მაგიტომ არ ნიშნავს იმას, რომ ლუზერები ხართ, ეგ სტატუსი იმიტომ გაქვთ, რომ ერთადერთი კინკილა თასების მფლობელთა თასი გაქვთ მოგებული და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობა მოიგეთ ბოლოს, როდესაც ამ განყში ვინც ვპოსტავთ უმრავლესობა წვერი არ გვქონდა ამოსული