ამ არსენალს და კლოპი-გუარდიოლას გუნდებს შორის განსხვავება არის ის, რომ იმათ ჰყავდათ სალაჰი-აგუერო-დებრაინეს დონის ინდივიდუალისტები,
რომლებიც ყველანაირი სისტემის და მაიმუნობების გარეშე დამოუკიდებლად აკეთებდნენ 30+ საგოლე კონტრიბუციას სეზონში, ე.წ ქლაჩ გოლებს და
შესაბამისად იყვნენ გუნდის იკონები, სახეები.
ამ არსენალის იკონი არტეტაა. შეტევაში ახლა რომ ჩახედო სავსეა საშუალოზე მაღალი ან მაღალი დონის ფეხბურთელებით, ვერავის დაიწუნებ.
საკაც კაია, მადუეკეც, ჰავერციც, ტროსარიც, ჟესუსა ხო საერთოდ, მარტინელი, გიოკერეში, ეზე... და ეგაა ამათი სიძლიერეც რომ ხან ერთი აგდებს,
ხან მეორე, ხან მესამე და საერთო ჯამში ქულებიც გროვდება...

მაგრამ დებრაინე-სალაჰი-აგუეროს კალიბრი სტატისტიკის და ქლაჩნესის კუთხით ჯერ-ჯერობით არავინაა. პოტენციალით საკაზე იყო ეგ მოლოდინი და ალბათ ოდეგორზეც,
მაგრამ წინა სეზონებში და წელსაც ვერ ავიდნენ მაგ ლეველზე.
ჩემი აზრით გიოკერეშის ან ეზეს მაგივრად უფრო ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი ტიპი უნდა დაეთრიათ. ჩერკი მაგალითად ან ხუილო ალვარესი ან მორგან როჯერსი.
მადუეკე მაგ კუთხით კაი ტრანსფერია. საკა შეიძლება უფრო დონე ვინგერად ითვლება ეი პროდუქტიულია, მაგრამ რომ შეხედავ არ მიგიზიდავს. მადუეკე ძირითადად სანახაობაა
და ესთეტიკა ვიდრე პროდუქტიული, მაგრამ საყურებლად მაინც მადუეკე ჯობია. სიტიშიც ახლა მადუეკეს უფრო ვისურვებდი ვიდრე საკას, ვერ ვიტან ეგეთ რობოტა უმარილო იგროკებს,
სტერლინგიც ეგეთი ###ობა იყო და მეზიზღებოდა, გაიტანდა 25 გოლს და მაინც გული მერეოდა..
კაროჩე ფეხბურთელს თამაშზე ეტყობა ამბიცია და რაზმახი. მადუეკეს რომ უყურებ, ჯერ კიდევ ჩელსიში ეტყობოდა რომ უნდა იყოს პროტაგონისტი, მთავარი გმირი და ინფლუენსერი, მაქეთკენ მიდის. საკას რომ უყურებ ეგ შეგრძნება არ გრჩება, ამბიცია არ იგრძნობა რა, უფრო ის რომ არტეტას დავალებები შეასრულოს გერმანული სიზუსტით და ვსიო.
მე არჩევანს ყოველთვის პირველ კატეგორიაზე ვაკეთებ. შეიძლება ბოლოს ### დაიჭიროს ხელში და ვერ ივარგოს, მაგრამ თუ ივარგა ბალონდორ ლეველს გაცისკრავს.
ახალგაზრდა რონალდოს ვიდეოები რომ ნახო მანჩესტერში ეგ შეგრძნება დაგრჩება. შეიძლება სტატისტიკით საკა ჯობდა რაღაც ასაკში, მაგრამ რონალდოს ნებისმიერ
ასაკში ეტყობოდა თამაშის სტილით და ობრაზით და ა.შ ამბიცია რომ გამხდარიყო ბალონდორ იგროკი და საბოლოოდ გახდა კიდეც.
დღევანდელ ფეხბურთში პრობლემა არის ის რომ ტრენერები პირველ კატეგორიაზე მეტად უპირატესობას ანიჭებენ მეორე კატეგორიას.
თორემ პირველი კატეგორიის ფეხბურთელებიც ბლომადაა თუ მოძებნი. პროსტა ესთეტიკაზე მეტად აქცენტი კეთდება პას აქურასი, თაქლ საქსეს რატიო,
პროგრესივ ისა, ესა, ციფრები, იქსჯი

.. როცა უნდა კეთდებოდეს ბურთის ლამაზად ტარებაზე და ესთეტიკაზე და სანახაობაზე.
ეი მწვრთნელის მიზანი მოგებასთან ერთად უნდა იყოს ახალი მესის, მარადონას, რონალდოს და ა.შ აღმოჩენა / შექმნა. ფერგიუსონი ამიტომაც იყო გენიალური მწვრთნელი
რომ ყოველთვის ეძებდა იკონურობისკენ მიდრეკილ ფეხბურთელებსაც და მარტო ეს სისტემა, ტაქტიკა, ქულა, სტატისტიკა არ იყო მისი ინტერესი ან საკუთარი
გენიოსობის წარმოჩენა ტაქტიკური ნოუჰაუებით, რასაც მაგალითად გუარდიოლა ჩალიჩობს და სულ ###ზე კიდია ახალი რონალდოს "შექმნა"...
This post has been edited by DATOIA on 18 Jan 2026, 02:13
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი