საერთოდ გასაუქმებელია ის კონფერენს ლიგა და ევროპის ლიგა.
ერთი სუპერ ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს და ეგ ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის გუნდებმა მკაცრი შესარჩევი უნდა გაიარონ მანდ მოსახვედრად.
ლიგაზე 8 გუნდში მოხვედრა უნდა დასაჩუქრდეს კერძოდ - პირველ ადგილზე გასულს უნდა გადაეცეს ტიტული და ეგ ტიტული უნდა იყოს ევროპა ლიგის თასის დონე- მეორე ადგილზე გასულს კონფერენს ლიგის დონის ტიტული, ხოლო დანარჩენმა გუნდებმა უნდა მიიღონ იმაზე მეტი ფულადი შემოსავალი, ვიდრე 8 გუნდის მიღმა დარჩენილი გუნდები მიიღებენ. თუ გუნდი პირველ ადგილზე გავა ლიგის პირველ წრეში, ანუ მოიგებს ევროპა ლიგის დონის ტიტულს და შემდეგ ჩემპიონთა თასაც დაეუფლება, ანუ დუბლს გააკეთებს მას უნდა გადაეცეს ახალი პრესტიჟული ჯილდო, რომელიც იქნება ევროპის სუპერ თასის გაგრძელება
ასევე უნდა იყოს ყველა ვარსკლავის მატჩი და ისეთი შოუს მოწყობა, როგორიც აქვს NBA-ს.
ეს იქნება იდეალური.
ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის ბიუჯეტი გახდება ერთი და ის პატარა გუნდებიც იხეირებენ.
აბა, ახლა კონფერნეს ლიგას ფაქტობრივად არავინ უყურებს და არც ევროპა ლიგის ყურებით იკლავს ხალხი თავს.