
ეს შმეხვდა მაგ აზერების მწვრთენლზე
ეს არის ვალდას დამბრაუსკასი 2000 წელს, როდესაც ის ლიტვურ „ვის უნდა მილიონი?“-ში მონაწილეობდა.
იმ დროს ის უბრალოდ სტუდენტი იყო, რომელსაც პროფესიონალური ფეხბურთი არასოდეს უთამაშია.
გადაცემაში მოგებულმა თანხამ საშუალება მისცა, ინგლისში წასულიყო და რამდენიმე სამწვრთნელო კურსი გაევლო. კარიერის საწყის ეტაპზე გამოცდილება ისეთ კლუბებში მიიღო, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ფულემი“ და „ბრენტფორდი“.
2007 წელს ინგლისის მეცხრე დივიზიონის „Kingsbury London Tigers“-ში დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ გუნდი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგამდე მიიყვანა.
ამის შემდეგ დამბრაუსკასმა კიდევ 12 სხვადასხვა გუნდში იმუშავა მთავარ მწვრთნელად, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მის კარიერაში იყო შთამბეჭდავი ადგილობრივი წარმატებებიც და მძიმე იმედგაცრუებებიც.
ამ წელს მან აზერბაიჯანულ „საბაჰთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ფავორიტად „ყარაბაღი“ მიიჩნეოდა.
დღეს კი დამბრაუსკასმა „საბაჰი“ კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გაიყვანა