#62408146 · 22 Dec 2025, 19:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beka1990 როდრიგოს პრობლემა ის არის რომ,როგორც კი არ წაუვა რამოდენიმე თამაში,უფრო იკეტება იმის მაგივრად რომ დაიკიდოს და მოეშვას თან ესე პერიოდები აქვს ხოლმე თამაშის მერე დიდი ჩავარდნები და ა.შ,მბაპეს მოსვლამდე ჰქონდა მაგას ერთი სეზონი რომ თავისი მაქსიმუმი ეჩვენებინა,მაგრამ იქაც ჩაქიმა(არადა იმედი მქონდა რომ გარღვევას მოახდენდა და შემდეგ საფეხურზე ავიდოდა განვითარების)
ვინი თუ რეფლექსიურია და ყველაფერს გამოხატავს როდრიგო პირიქით,იკეტება და იგრუზება
Mikerson აქამდე სხვები ვინც ისტორია დაწერა რეალში თავისით მოვიდნენ,თუ მანდ მაინც გააკეთეს სწორი არჩევანი? იდეალურ სამყაროში გინდა ცხვორობდე?ერთ კარგ ტრანსფერზე 2-3 გამაზული მოდის,მანახე გუნდი რომელიც ათიდან ათ ტრანსფერს არტყავს
chioreli
| QUOTE | ერთი ორი კვირის წინ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვე შეედარებინა პეპე, რამოსი, ვარანი, ნაჩო და სხვა იმ დრინდელი მცველები ერთმანეთისთვის. როგორც მცველი ერთი-ერთზე და დაზღვევაზე პეპე გაცლებით სრულყოფილი იყოო. მერე თავად შემომთავაზა წყვილებში 10 ბალიანი სისტემით ვის რამდენი ქულას დავუწერ თუ გაინტერესებოს და პეპე- ვარანი 9.5 პეპე-რამოსი 9.0 მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში პეპე ვარანს სჯობნის ეს ორიო. რამოსი- ვარანი 8.0 რამოსი-ნაჩო და სხვები 6.5-დან 7.5-მდეო.
პეპე ყველაზე დაუფასებელი მცველია ისტორიაში. მხოლოდ მისი ერთი–ორი სიგიჟე ახსოვს ყველას და რა მაგარი დამზღვევი იყო არავის საუბრობს. ისტორიაში 3 საუკეთესო დამზღვევში შევიყვანდი. |
არასწორი შედარებაა ჩემი აზრით,პეპე ვარანს ერთად გადაბმულად შეიძლება ათი თამაშიც არ ჰქონდეთ ნათამაშები ან იგივე რამოსი და ნაჩო,განა რამდენი ითამაშეს ერთად
ჩემთვის ვარანი და ნაჩო არიან დაუფასებლები,ვარანს ის ერთი შეცდომა ვერ აპატიეს დღემდე ნაჩო პროსტა მეოთხე მცველია ძმაუ და მორჩა,არადა ყოველთვის მზად იყო სათამაშოდ,ბოლო ლიგის დროს ხომ საერთოდ ძირითადის უცვლელი წევრი იყო ეგეთბი სულ უნდა გყავდეს გუნდში,ნებისმიერ დროს რომ სათამაშოდ მზად არიან,ამ დროს დონესაც არ აგდებენ
This post has been edited by Zizou5 on 22 Dec 2025, 19:27
|