გუნდურად ითამაშეს საკაიფოდ, გუნდური მოძრაობა იყო საკაიფო ყველა დარბოდა ყველა აზღვევდა იქ სადაც საჭირო იყო
ისიც უნდა ითქვას რო საშინლად ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობენ და სიტის სტილი ზედ დაგვაკვდა, სამივე გოლი ბურთის სწრადი ატანის და კონტრშეტევის შედეგად გაიტანეს, და პენალტზეც ეგრე იყო რო 2 გადაცემაში გაიყვანეს ვინი ცარიელ სივრცეში.
2-3 წლის წინ რუდიგერზე რო გადაიარა მთლიანმა სეზონმა ეგრეა ეხლა ჩუამენი და ჯერ ჯერობით არ იჯვავს ტიპი,
მარა პიტარჩმა თუ რაც ქვია რა თამაში დადო მიუხედავად იმ 1 შეცდომისა, ტიპი ყველგან იყო ყველგან დარბოდა, მე2 ტაიმში 1 მომენტში მარცხენა ფლანგზე ეხმარებოდა ფრან გარსიას და ბურთი რო ცოტა უკან და ცენტრში გადაიტანა სიტიმ ეგრევე ცენტრში მარჯვნივ გადაირბინა და ეხლა იქ იქნევდა ფეხებს

ძაან მაგარი თამაში ქონდა და თან რა დონეზე და ვისთან, არადა ლიგის ფლეიოფების წნეხმა რაც შეიძლება უქნას გამოუცდელ ფეხბურელებს კი ვნახეთ იგივე ტოტენჰემის მეკარის მაგალითზე
დაცვა საკაიფოდ იდგა, მე2 ტაიმში რაღაც მომენტში 3 ცენტრალური მცველი იყო ტრენტი იწევდა მესამე ცენტრ მცველად მარჯვნივ და ვალვერდე კეტავდა მარჯვენა მცველის პოზიციას და მარცხნივ ფრან გარსია, ცალკე ბრაიმი იწევდა ნახევარდაცვაში და ავსებდა იგივე ვალვერდეს ადგილს,
მოკლედ ისევ საკაიფო გუნდური მოძრაობა იყო.
ცალკე კურტუა იყო სიმშვიდის განსახიერება როგორც ყოველთვის
ვალვერდე ცალკე სიგიჟეა, ზუსტად ისე ითამაშა ანჩელოტი რო ათამაშებდა მარჯვნივ ნახევარდაცვა შეტევაში ნომინალურად და საჭიროების შემთხვევაში ცენტში შეწევა ან თავდასხმაში მოულოდნელი ჩართვა და ცარიელი სივრცის ათვისება. ხოდა კი დადო პირველი ჰეტრიკი კარიერაში.
4 მილიონად ნაყიდი ჯიგარია

ურუგვაელებს შეხედონ იქნება კიდე ვინმე საინტერესო იყოს, რა რა და ენერგიულობა და საბრძოლო ჟინი არ აკლიათ.