ახლა მგონი ალონსოს გაშვება არ გვაწყობს, ანუ იმ მხრივ, რომ თუ კლოპი მოვა, ეგ ძაან ცუდია ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის.
ზედგამოჭრილი კაცია კლოპი რეალისთვის, აი ზუსტად აკვდება მაგათ სტილს.
ალონსოს აქვს შანსი თავისი გუნდი ააწყოს, თუმცა, როგორც წინა პოსტში მეწერა მსგავსი სისტემური მწვრთნელები ვერ ამართლებენ რეალში.
ჩემი აზრით, კლოპის მოსვლას ისევ ალონსო დარჩეს ჯობია.
ეგება შარლატანმა არ დააკარგვინოს სამსახური თავის ერთერთ საყვარელ შეგირდს.
ჩვენ, კიდე აუცილებლად გვჭირდება ძალების დაზოგვით ფინიშამდე მისვლა.
კოპა დასაკიდებელი ტურნირია. ახლა ლიგაზეა საჭირო სიტუაციის გამოსწორება და მაქსიმალურად გაწურვა, რომ იმ 8 გუნდში მოვხვდეთ, თორემ დამატებით თამაშების თამაში არა კარგი ვარიანტი, თან იქ ვინ ამოვა კაცმა არ იცის.
ნახევარფინალამდე რომ მივბოღდეთ, შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ეგ ნახევარფინალია ჩვენთვის აქილევსის ქუსლი.
ჯერ არ მახსენდება ეგ ეტაპი მარტივად დაგვეძლიოს, ანუ როდესაც ვიგებდით ლიგას მაშინაც ძლივს გავდიოდით.
ერთადერთი მცირე გამონაკლისი იყო 2015 წლის ბავარიასთან, ოღონდ იმ კუთხით, რომ ბოლო წუთები აღარ იყო სანერვიულო, თორემ მანამდე კაი გვარიანად ვიწვალეთ.