FIFA-მ განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებისთვის აშშ-ში შესვლა აკრძალა
FIFA-მ განცხადება გაავრცელა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რადგან დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ დიდი ქაოსი გაიწვევია.
79 წლის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ არ სურს გარკვეული ქვეყნებიდან ადამიანების აშშ-ში ჩასვლა, რამაც ამ კვირაში ასეთი ქვეყნების საერთო რაოდენობა 75-მდე გაზარდა, ხოლო შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა ახსნა აკრძალვების მიზეზები.
X-ზე გამოქვეყნებულ მწვავე პოსტში მან დაწერა: „ახლახანა შევხვდი პრეზიდენტს. მან მირჩია, რომ უკეთესია სრულად აიკრძალოს მოგზაურობა ყველა იმ წყეული ქვეყნიდან

, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მკვლელებით, პარაზიტებითა და ნარკომანებით დააბინძურა.
ჩვენმა წინაპრებმა ეს ერი სისხლზე, ოფლსა და თავისუფლების ურყევ სიყვარულზე ააშენეს - არა იმისთვის, რომ უცხოელმა დამპყრობლებმა

ჩვენი გმირები მოკლან, ჩვენი შრომით ნაშოვნი გადასახადები შეგვიჭამონ და ამერიკელებისთვის კუთვნილი შეღავათები წაგვართვან.
ჩვენ არცერთი მათგანი არ გვჭირდება!“
ირანზე საუბარი არაა
და მას შემდეგ რაც ტრამპმა სიაში კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაამატა, სენეგალის, კოტ-დ’ივუარის, ბრაზილიის

, კოლუმბიის, ეგვიპტის, განას, იორდანიის, მაროკოს, ტუნისისა და ურუგვაის გულშემატკივრების მოგზაურობის გეგმები შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენონ.
ნაწილობრივი მოგზაურობის შეზღუდვები ვრცელდება სენეგალსა და კოტ-დ’ივუარზე, ხოლო სიაში შემავალ დარჩენილ რვა ქვეყანას იმიგრანტული ვიზები შეუჩერდა.
ამასობაში, სიაში ასევე არიან ერაყი, იამაიკა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არადა მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ტურნირზე პლეი-ოფის მატჩების მეშვეობით მოხვედრა.
ეს ამჟამად ტურისტულ ვიზებზე არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კვლავ შეუძლიათ ამ ზაფხულს ტურნირზე დასწრება, მაგრამ სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უდავოდ, მათ ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ მოგზაურობის დაგეგვმას.
FIFA-მ გამოაქვეყნა პრესრელიზი ბილეთების გაყიდვის განახლებული ინფორმაციით, რომელშიც გულშემატკივრებს აფრთხილებდა, რომ მატჩის ბილეთი არ იძლევა ქვეყანაში შესვლის გარანტიას.
„მატჩის ბილეთი არ იძლევა მასპინძელ ქვეყანაში შესვლის გარანტიას და გულშემატკივრებმა უნდა დაუკავშირდნენ თითოეული ქვეყნის მთავრობას“. „კანადის, მექსიკის და შეერთებული შტატების შესვლის მოთხოვნები დღეს ამ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია FIFA-ს პრესრელიზში.
„დამუშავების ვადების გათვალისწინებით, FIFA გირჩევთ, ვიზაზე განაცხადი რაც შეიძლება ადრე შეიტანოთ.
2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების მფლობელებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, შეუძლიათ გამოიყენონ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული FIFA-ს პრიორიტეტული შეხვედრების დაგეგმვის სისტემა (FIFA PASS), --- ის ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო კვირებში“.
FIFA-ს რელიზი იხილე აქ:
https://inside.fifa.com/organisation/media-...-selection-draw This post has been edited by altim17 on 16 Jan 2026, 21:53