პერესი რომ ყოფილიყო დაუფიქრებლად გაყიდდა რაფინიას და მაგ ფულით ორი სეზონი პრობლემა არ ექნებოდა ტრანსფერების გაკეთებაზე.
მაგრამ, ვინ მოგვყავს მის შემცვლელად ეგაა საკითხავი.
დიამანდე არ ღირს მაგდენი რასაც აფასებენ.
ლეაო მკვდარია პრესინგზე და არაა მუშა ვინგერი, როგორც თუნდაც ჩვენი რაფა ან დიაზი.
ნიკო ვილიამსი ჩავლილი ამბავია.
ბარკოლას კიდე არაუშავს მარა ძაან მაზილაა.
მოკლედ ისევ რაფინია დაიტოვონ ჯობს და ვინმე ახალგაზრდა მოიყვანონ რაშფორდის მაგივრად.
გოდტსი კაი ვარიანტია და კრუიფ ჯუნიორის დაკერვა შეიძლება ცოტა რო დაგვიკლოს
ბასტონის ტრანსფერზე მეც ვყოყმანობ.
კუმანმაც თქვა რო ლა ლიგაში ვერ გაქაჩავს როცა უკან დიდი სივრცეები რჩება ბარსელონასო, როცა ინტერში დისციპლინირებულ დაცვას თამაშობენ და მისი სისუსტეები ეგრე მკაფიოდ არ ჩანსო.
რომეროს მოყვანის აზრს ვერ ვხედავ.
კი წააგავს მარტინესს რაღაცით მარა არაუხოს ტვინი აქ და უწყონარ სიტუაციაში შეუძლია თავი გაიგდოს.
ტოტენჰემიდან თუ უნდათ ვინმეს წამოყვანა, ჯობია ვანდევენი წამოიყვანონ.