ვიქტორ ოსიმენი მეგობრებო
ესაა ვინც გვჭირდება
ჩემთვის ცოტა გაუგებარია ალვარესზე ასეთი ობსესია კატალუნიაში
კარგი ფეხბურთელია რა თქმა უნდა
მაგრამ არც ფიზიკური კომპლექტაციით, არც გოლეადოეული თვისებებით, არ შეგვეფერება ჩემი აზრით
ნუ ის კიდე ცალკე ანეკდოტია, რომ 5 სეზონია ევროპაში თამაშობს და მხოლოდ 1 სეზონი აქვს 20+ გოლიანი
სამაგიეროდ ფასი აქვს 100+ ლიმონი
არადა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ ფლიკის ფეხბურთისთვის ოსიმენი არის ზედგამოჭრილი კადრი
გოლები, ფიზიკურობა, შავი სამუშაო... ყველაფერში ძალიან მაგარია
ეს ტრანსფერი მხოლოდ შეტევის გაძლიერება არ იქნებოდა
ფლიკის გუნდისთვის თავდაცვა იწყება მეტოქის საჯარიმოსთან
პრესინგიდან თუ გამოდის მეტოქე, მანდ ჩათვალეთ უკვე რომ ან გოლია ან სახიფათო მომენტი
ხოდა მარტო გოლებზე არაა, ვიქტორა პრესინგს ახალ საფეხურზე აიყვანდა
ძაან მონსტრია მაგ ამბავში, "რაფინიასებრი"
მოკლედ თამადას ლიგა თუ უნდა, ეშმაკს მიყიდოს ზაფხულში სული და ოსიმენი დადოს როგორც უნდა