დედაჩემი მამარაგებს ხოლმე ახალი პირამიდებით. ამასწინათ მითხრა ჩემი დაქალი აკეთებს მაგარ ფულს კრიფტოთიო, მისი ძმაა საქმეში და სანდოა 100% :დ ვეუბნები, დამანებე თავი პირამიდაა რაღაც. არაო, დაელაპარაკე ჩემი დაქალის ძმასო. ნუ ვიღაც ტიპური ### იყო: მისმინე ძმა მისმინე ნახეეე ბრატ ძმა ბრატ მისმინე... და ტელეგრამზე ძალით დამამატა რაღაც ჩათში. ამ ჩათში ქურუმი ყავდათ სახელი დამავიწყდა, ყველა უწოვდა და იმისი მარჯვენა ხელი იყო დედაჩემის დაქალის ძმა. იასნია არაფერი არ ჩამიდია, იმენა აშკარა პირამიდა იყო. რამდენიმე თვის წინ დაიჭირეს ის მთავარი ტიპი

მეთქი აჰა არ იყო პირამიდა? ის "დაქალიც" გაყურსულია.
რამდენიმე წლის წინ თავის მორიგ დაქალთან გამიშვა, უმუშევარი ვიყავი და ვითომ სამსახურზე. ნუ ფეხის თრევით, მარა მაინც წავედი. გზად მაგარ წვიმაში მოვყევი და დავსველდი. დარბაზში რო შევედი იმენა Eyes Wide Shut-ის სცენა გაეძრო, ყველა მე მიყურებდა. თავს მევლებოდნენ, ვაშლის წვენი დამისხეს და კრუასანი მომართვეს. მერე პრეზენტაცია დაიწყო... დირეხტორი ცოტა მოქოუჩო მასტი იყო. ნუ ყველა რაღაც ყლიშვილ დამფუძნებელ ოჯახს უწოვდა, ამერიკელებს. რაღაც ###ობა კოსმეტიკის პროდუქცია იყო, გამახალგაზრდავებელი, თმის ამომყვანი

500 დოლარი უნდა გადაგეხადა და მერე გაგეყიდა და სხვა ადამიანები მოგეყვანა. ეს იყო ყველაზე იაფიანი პაკეტი :დ ტიპიური პირამიდა რა :დ ის ტიპი მე მიყუდებდა და მითხვა ვიცი ახლა ფიქრობ პირამიდააო, მარა არარი ეგრეო. მერე ვიღაც ტიპი გამაცნეს. ესეც შესნავით ახაგლაზრდააო, 6 თვეა რაც აქააო. უკვე კრუიზე იყოო უფასოდ ჩვენი კომპანიის ხარჯით და იქ ფერარი მოიგოო

და ამ ტიპმა ეგრევე - კი ფერარი მოვიგე. მეთქი რა ფერი? შინდისფერიო. პროსტა ისეთ ტიპს არ გავდა ვისაც შინდისფერი ფერარი ყავს, პირიდან იმენა გამლღვალი მაცივრის სუნი ამოსდიოდა. ძლივს გამოვაღწიე. მეთქი სად მიშვებ, დედაჩემო