Tifo1. ნებისმიერ ჯობზე შემეძლება მუშაობის დაწყება. ახლა მარტო აიტისთან დაკავშირებულ ჯობებზე შემიძლია.
2. სამუშაო ადგილის დაკარგვის შემთხვევაში ვიზაზე პრობლემა არ შემექმნება. მთლად რო ქვეყანა დაიქცეს და სოც. დახმარება დამჭირდეს, არც მაგ შემთხვევაში შემექმნება პრობლემა.
3. მე მაქვს ასეთი ეჭვი, რომ დამსაქმებლები იყენებენ ჩემს სტატუსს და ნაკლებ ხელფასს მთავაზობენ, ვიდრე გერმანელს შესთავაზებდნენ. შეიძლება ვცდები, მარა ლოგიკურია. როცა იცი, ვიზიანი ტიპი სამუშაო სტატუსზეა დამოკიდებული და მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 100-200 ევრო+- ხელფასი, ითანხმებ -200 ევროზე. უმარტივესად.
იდეაში მოქალაქეობა არაა აუცილებელი აქედან რაღაც გარანტიების მისაღებად. ამისთვის რეზიდენტის სტატუსის აღებაც საკმარისია. უბრალოდ მე მომშორდეს მინდა მომავლის შიშები ამ თემასთან დაკავშირებით. თან მოქალაქეობის დროს შეზღუდვა არ მექნება გერმანიიდან გასვლის ვადებზე. რეზიდეტობის დროს 3 თუ 6 თვე გერმანიის გარეთ თუ ხარ, სტატუსს კარგავ.
* * *
ფრანგებთან სიამოვნებით ვიმუშავებდი ასე ერთი წელი. ბოლო რამდენიმე თვე ყოველ კვირა მიწევდა პარიზიდან ვიღაცასთან ლაპარაკი და ეს იყო ჩემი კვირის ჰაილაითი. ზოგადად ეს პროექტი იყო წლის ჰაილაითი.
რატომღაც კომუნიკაცია ძაან მიმარტივდებოდა და ყველა აზრს მიწონებდნენ. ფრანგული აქცენტით შექება ძნ კარგად ჟღერს. მაგის ხათრით გადავიდოდი პარიზში :D
* * *
ასეთები არიან
https://www.instagram.com/reel/DcblkhUCkYi/...W42YzA3aG0wdDg=