#62722180 · 13 Sep 2026, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MARTIN-EDEN
მე მაინც მარესკა მეეჭვება რა, კი კაი ტიპია და ა.შ, მაგრამ Nice Guy-ები იშვიათად იგებენ ტიტულებს...
არტეტაც არაა ახლა დიდი ბედ ბოი, მაგრამ არტეტას აქვს ეს ჩუმი, ნებისყოფიანი ტიპის მაინდსეტი, გარეგნულად არ ასხივებს, მაგრამ შიგნიდან იხარშება და დუღს და ამით იღებს დრაივს.
გუარდიოლა საერთოდ გარეკილი იყო, ტიპს შეეძლო ფეხბურთისთვის მოეკლა ადამიანი. კაი პალასა როცა ჰქონდა დატკბებოდა და ყველას აქებდა, იმდენი ### ტრენერი და ფეხბურთელი შეაქო ეგრე რომ დღემდე ევროპულ კლუბებში იწვევენ....
ცუდი პალასის დროს კიდევ ტიპმა სახე ჩამოიტყავა და ლამის ცოლი დაახრჩო მგონი, გაგიჟდა და ლამის ეშმაკთან დადო უგავორი, რომ სიტუაცია შეეტრიალებინა.
ეგეთი უნდა იყო რა, სხვანაირად დიდ ფეხბურთში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ.
აი კომპანიც ეგეთი გიჟია. ფანატიკოსი და ფეხბურთზე შეყვარებული. აილეწებოდა 2-3 თვით, ასკეტურად გაივლიდა მაგ პერიოდს, ერთ არასწორ ნაბიჯს არ გადადგამდა, გააკეთებდა თავის მაქსიმუმს რომ კონდიციაში მოეყვანა სხეული და დაბრუნდებოდა, 2-3 მატჩში ისევ ილეწებოდა, მაგრამ მაინც ჯიქურ აწვებოდა და აწვებოდა და თავს იკლავდა რა, 2012-დან 2019 წლამდე წარმოიდგინე 7 წელი რომ ამ ჯოჯოხეთს გადიხარ და არ ნებდები, ბოლოს ლესტერთან რა გოლი შეაგდო... დარწმუნებული ვარ ტრენერიც ეგეთია, იზავსეხსილ და ჩერეზ ნე მაგუ, სნასიჩი ლაიმერი მაგრამ ვაკვდებით და არ ვნებდებით
ამიტომ მარესკა რა ვიცი, ამ კუთხით როცა ვაფასებ ეჭვი მეპარება რამე მოიგოს, თორემ ამ სასტავით ახლა რაღაცას კი ითამაშებს და დონეს შეინარჩუნებს. უბრალოდ ის ძველი სიმაღლეები მეეჭვება. სპორტი არის წარუმატებლობას პლიუს არაადამიანური თავგანწირვის შედეგად მოპოვებული იღბალი და წარმატება, ძალიან მცირეა სხვაობა. აი აგუეროს გოლი მაგალითად ან ასტონვილასთან შემოატრიალებული მატჩი ან ორტეგას სეივი სონთან და ეგეთი რაღაცეები.
ახლა ### PL რომ იყოს პელეგრინივით ესეც მოიგებდა, მაგრამ არსენალია, სადღაც კლოპოს ლივერპულის დონის გუნდი, რომელთანაც ეგ ხოდი გჭირდება რასაც პეპი გვაძლევდა.
--------------------
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი
|