https://fanball.ge/ არის საფეხბურთო დრაფტი, სადაც აწყობთ გუნდს ტოპ‑5 ევროპული ლიგიდან (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) და ეჯიბრებით სხვებს საუკეთესო სელექციონერის სტატუსტის მოპოვებაში.
მუშაობს ძალიან მარტივად: გაქვთ 350 მილიონი ბიუჯეტი, ირჩევთ ფორმაციას, სასურველ 11-ეულს (მაქსიმუმ 2 ერთი კლუბიდან) და ქომაგობთ მათ ქულების დაგროვებაში.
ზედმეტი თავის ტკივილის ასარიდებლად, ირჩევთ მხოლოდ ძირითად 11-ეულს და ყოველი ტურის შემდეგ გაქვთ ტრანსფერების შეუზღუდავი რაოდენობა.
წესები:

ქართველების ტოპ ლიგებში მოხვედრასთან ერთად, ავამოქმედე განსაკუთრებული "ფიშკა":
შეგიძლიათ ერთი ქართველი ლეგიონერის x2‑ით მონიშვნა და მისი ქულები ავტომატურად ორმაგდება.
ასე ჩვენი ქართველების თამაშის ყურება ევროპაში კიდევ უფრო აზარტული და საინტერესო ხდება.
გარდა ამისა, ირჩევთ ერთ კაპიტანს (ვისი ქულები ასევე ორმაგდება)
ასევე, გვაქვს ჯოკერი, რომლის გამოყენებაც სეზონში სულ ორჯერ შეგიძლიათ და რომელიც კონკრეტული ტურის ქულებს გაასამაგებს.
ავტორიზაცია/რეგისტრაცია ხდება Google‑ით.
ეს არის ფანბურთის საპილოტე ვერსია და მას ვხედავ როგორც community-based პროექტს, ამიტომ თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
თუ გაქვთ კითხვები, იდეები, ან როცა აღმოაჩენთ რამე ბაგს - დაწერეთ და ვეცდები მალევე გამოვასწორო.
იმედია მოგეწონებათ და ახალ საფეხბურთო სეზონს მეტად სახალისოს გახდის.
This post has been edited by fanballr on 17 Aug 2026, 23:18