სანამ არაფერი ხდება 1 ბომბი ᲨემოგიგდოᲗ :დ
აქ დავინახე ბუსკეტსის და როდრის გატოლება
ნათ ივენ ქლოუზ :დ
როდრი ჯობია
ჰო, ვისაც ახსოვს მე ხაბი ალონსო მირცევნია ბუსკეტსს როგორც ფეხბურთელი ან ტურეს ამოსაგდები არ იყოო 2008-Ში Თუ როცა იყო, ობიექტური არ ხარო იტყვის
უბრალოდ მე არ მითქვამს რომ ალონსო ბუსკეტსზე უკეთესი საყრდენია, Ჩემს რეიტინგებᲨიც ბუსკეტსი ალონსოზე ან ტურეზე მაღლა იდგება
მაგრამ როგორც საყრდენიც, როდრი უფრო ძლიერი მგონია
რადგან მასშტაბი და გაქანება მეტი აქვს, გავლენა
რა თქმა უნდა სადავოა, იმიტომაც ვწერ :დ
და თავისუფლად დასაცინი შეიძლება გავხდე 5 წელში, ბუსკეტსი 3 ჩლიგა და როდრი1 მინუს ბარსაში ვერაფერი ტიტულებიო
მაგრამ მაინც არ მგონია ახლაც რაკიტიჩი მოდრიჩს უტოლდება ან ალბა მარსელოს ჯობიაო ვამბობდე :დ
მე ვერ ვიტყვი ალონსოთი გვარდიოლა 3 ჩლიგას მოიგებდაო, ვერ მოიგებდა
ვერც იმას, რეალში ბუსკეტსი ალონსოზე უარესი იქნებოდაო
მაგრამ მგონია, როდრითი პეპტიმი კი მოიგებდა ზედიზედ 4 ჩლიგას, იმიტომ რომ 3-ს ტურე დაეყენებინა ინტერთან და ისედაც მოიგებდა ტურეთი :დ ვერ ვპატიობ მაგას დღემდე (და ანრის გასკამვაც, თუმცა ანრი არ იყო ანრი მაშინ და პედრო უკვე იყო მვპ-ის პედრო)
როდრის მსგავსი საყრდენი არ იყო არც მაკელელე (ჩემთვის ნ1 საყრდენი) რადგან როდრი საყრდენზე მეტია, საყრდენ-ნახევარია :დ
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როდრის ფუნქციონალობა და მასშტაბი იშვიათობაა ისტორიულად
ის კატეგორიაა, სადაც არიან რედონდო და რაიკარდი
სჯობდა მათ როდრი თუ არა, ვერ ვიტყვი
მართალია რედონდო ერთადერთი არხენტინო იყო, ვინც ვახ რა მაგარიაო მაფიქრებინა 94-ის მსოფლიოზე (არადა მარადონაც დარბოდა მანდ ან ბატისტუტა) და რეალში მშვენივრად ვიცნობდი, რობსონი რომ ვერ გახდა ჩემპი ნაზარიოთი თუ 1 კაცზე წყდებოდა, ვიტყოდი იერო და მერე რედონდო
მაგრამ მაინც საკმარისად კარგად ვგრძნობ არ ვიცნობ რედონდოს
და რაიკარდს ფაქტობრივად არ ვიცნობ საერთოდ, ერთადერთი ვან გაალმა რომ გახადა აიაქსი 96-ში მანდედან და იქაც უკვე დაცვაში ლიბეროდ იყო (ჩანდა ხშირად ამოწეულზე რა მონსტრი იყო, მაგრამ 3-5 თამაშით ისიც ბავშვურად ნაყურები რა ვთქვა ზუსტად :დ
წაკითხულიდან რაც ვიცი, როდრის წონის იყო ბოჟიკი, უნგრელი
და ჩემი თვალით, არის 1 კაცი ვისაც როდრი ვერ შეედრება
უჰ, მათეუსი, ჩემი აზრით მათეუსს მარტოს შეეძლო ხავი-ბუსკეტს-ინიესტასთან თამაში. მოგება არა, მაგრამ იქნებ მოგებაც :დ როდრის არ აქვს ეგეთი მობილობა დინამომანქანური და არც ტექნიკა არც პასი არც ართმევა
მათეუსი სხვა კატეგორიაა ნახევარდაცვაში როგორც ჯორდანი, აი მერე უკვე როდრებია