დონარუმა, კალაფიორი, ბასტონი, მანჩინი, კაიოდე, დიმარკო, ტონალი, ბარელა, ფრატეზი, პალესტრა, ლოკატელი
რაიმესთვის მებრძოლი ნაკრების ამბიციებს ეს ფეხბურთელები აკმაყოფილებენ კლასით და კარიერაში ჩატარებული თამაშით, ამჟამინდელი თამაშით, პერსპექტივით და სად და როგორ არიან მაგის მიხედვით
დალშე რავი
ვერგარა, დუმბია, კოპოლა და ეგეთმა სასტავმა რამე სადმე უნდა დაამტკიცონ, მინიმუმ იმ გუნდების ძირითადში მაინც იდგნენ სადაც თამაშობენ
ერთი სტაბილური სტარტინგ ლაინაფი ჭირდება იტალიას ამ ეტაპზე, მარა მაგას მანჩინი ვერაფერს მოუხერხებს ამათ თუ საკლუბოში სტაბილურად არ ითამაშეს სადმე ძირითადში
თავდასხმა ისევ უსუსტესია
0-ია რა
ვინები დარბიან ვაფშე
რა დანიელ მალდინი, ტიპს ავარია მოუვიდა სამი კვირის წინ
24 წლისაა და 7 გუნდშია უკვე ნამყოფი, შემოვლილი აქვს მთელი იტალია, ადგილი ვერსად დაიმკვიდრა, ტიპი იმენა მოგზაურია, რა უნდა ნაკრებში
ან რა ვერგარა, 23 წლისაა და სერია ა-ში 4 გოლი აქვს გატანილი
მოიზე კინი კიდევ ოღონდ კარში არ დაარტყმევინო და გოლი არ გაატანინო, დალშე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რო გაუშვა მედალს წამოიღებს
ან კამბიაგის იმედი როგორ შეიძლება გქონდეს, ტიპს ბოლო ორ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, შემტევია, სახეზეც არ მახსოვს როგორ გამოიყურება
ინასიო 18 წლისაა და ჯერ ახლა იწყებს
პიო ესპოსიტო მე მევასება და აქვს მონაცემები, მარა პატარაა და ჯერ კიდევ უნდა დაიხვეწოს თუ მაგისგან მაღალი დონის ფოვარდი უნდა დადგეს, მარტო რო ეგ შეაგდო ახლა და ჩამოკიდო ბეჭებზე ყველაფერი ვერაფერს ვერ იზამს, ინტერში როგორც მესამე ფორვარდია, ეგაა მაგის პატალოგი ამ წამს
სკამაკა უნდა ყოფილიყო თითქოს ეგ ლეველ-აფი მარა ვერ თამაშობს ნაკრებში, 24 მატჩში რო 1 გოლი აქვს გატანილი ტიპს, რა უნდა ეშველოს მაგას არ ვიცი
რასპადორი მევასება მე, არაა ნიჭიერი, მარა მშრომელი და მონდომებულია, მარა სეზონში 5 გოლიანი ფორვარდია და ეგეთ ფორვარდებს სასუოლოს ძირითადადაც ვერ ვუყურებ, არა თუ იტალიის ნაკრების
რეტეგის ქონდა მაგარი სეზონი ატალანტაში და მართლა გავდა იმედს, მარა წავიდა აქლემებთან სათამაშოდ 26 წლის ასაკში და მაქედან მოთხოვო რამე სერიოზული არ გამოდის
ერთადერთი მაღალი დონის შემტევი რომელიც იტალიას ყავდა ბოლო 6 წელიწადში ფედერიკო კიეზა იყო, რომელიც მართლა გეიმჩიენჯერი და კლასნი მოთამაშე იყო, მარა მეათედიც აღარაა რაც იყო ტრავმების გადამკიდე და აწი ეგ იმ დონემდე ვერასდროს ავა, უფრო განვითარებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია
ნიკოლო ძანიოლო იგივე, მარა კიეზამ ფეხბურთი ითამაშა და ძანიოლომ ეგ გააკეთა ჯამში 6 თვე და მაგ ჰაიპით ცხოვრობს დღემდე
კაროჩე, მართლა ინსინე, იმობილე და ბერარდი ამ შეტევასთან შედარებით გოუთები ჩანან, არადა ეგენიც თავის დროზე სუსტები იყვნენ და იტალიის ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ სადღაც ერთ დიდ ტურნირზე მაინც ითამაშეს თავისი, რაც შეეძლოთ
ახლა მაგ დონის მოთამაშეებიც არ ყავს იტალიას
რაც უბრალოდ სიგიჟეა
60 მილიონიან ქვეყანას, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანას, 20-30 წლის წინ ბაჯო, დელ პიერო, ტოტი, ვიერის ქვეყანას რო ედინ ჯეკოს დონის ფორვარდი არ ყავს ერთი დღეს, აბსოლუტურად ამოუხსნელია
მიზეზი რთული და ჩახლართული შეიძლება იყოს და არის დარწმუნებული ვარ, მაგრამ ერთი მარტივიც არსებობს, ახალგაზრდებს არ აძლევენ შანსს პატარა ასაკში.
შეიძლება მცველს და ნახევარმცველს მისცენ, მაგრამ ფორვარდებს ყველაზე ნაკლებად.
აგერ არის იტალიელი ფორვარდები, 23 წლამდელები
ვინ რამდენი ითამაშა კარიერაში, ბოლო სეზონში და რამდენად სტაბილურად არიან საკლუბო ფეხბურთში:
ეხატორი (19 წლის)
ბარძაყის კუნთი აქვს მგონი დაჭიმული და მაგიტომ ვერ თამაშობს, იშვიათთაგანია რომელსაც ბოლო 2 სეზონია რეალურად დროს აძლევდნენ ჯენოაში
პიო ესპოსიტო (21 წლის)
5 მატჩი, 2 გოლი
ამასაც ათამაშებენ, ჩემდა გასაკვირად, არაკლასიკურად მოიქცა ინტერი რო არ გაალოუნეს შარშან, კივუმ დატოვა და ათამაშა, თორე დარწმუნებული ვარ სხვა მოცემულობაში არენდით გაუშვებდნენ ზედიზედ 3-ჯერ სადმე სერია ბ/სერია ა-ში და მერე მიაყიდიდნენ სასუოლოში ან ჯენოაში
ანტონიო რაიმონდო (22 წლის)
5 მატჩი, 4 გოლი - ფროზინონე
ათამაშებენ ამ მასტს და გააქვს, ფაქტია.
ფრანჩესკო კამარდა (18 წლის)
ჯამში 8 წუთი ათამაშეს წელს მილანში, ჯანმრთელია, აფერი აწუხებდა
პროსტა არ ათამაშებენ
იანვრამდე ახლა უნდა ყავდეთ სკამზე და მერე ლოუნით გაუშვებენ სადმე
შარშან ლეჩეში სეზონის მანძილზე საშუალოდ 32 წუთი გამოსდიოდა მოედანზე, იასნად არ ათამაშა ლეჩემ, მშრალი არენდით იყო და ამას დრო ჭირდება და შანსის მიცემა, ###ზე არ ეკიდათ ახლა მილანისთვის აღეზარდათ ტიპი და გამოეშვათ უკან? ლეჩე ჩემპიონატში დასარჩენად იბრძოდა და მაგის ფუფუნება არ ქონდა რო ვიღაცის განვითარებისთვის დრო მიეცა.
შესაბამისად ვერ მიიღო კარგი არენტა ტიპმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფორვარდად ითვლება იტალიაში.
ვსო, ამის მეტი უ23 ფორვარდი იტალიას არ ყავს, რომელიც სერია ა-ში ოდნავ სტაბილურად მაინც ჩანს და თამაშობს.
ამის მერე მოდის რომას ასაკობრივების, ინტერის ასაკობრივების და სერია ბ და სერია ც-ს ხალხი.

ხოდა, სირცხვილია რა
შედარებისთვის აგერ ნებისმიერი ტოპ ქვეყნის უ23 ფორვარდებს გადავხედოთ ვინ სად თამაშობს და რას
ესპანეთი: აგეჰოვა (პორტო), გარსია (ფულემი), ესპი (რეალი), გუიუ თუ რა ჩემი ###ცაა (ლაიფციგი), ვიღაც მასტი ყავთ 20 წლის, ფეიენოორდში თამაშობს და 4 გოლი აქვს უკვე გატანილი მარა სახელითაც არ მეცნობა და აღარც ვწერ
საფრანგეთი: კრუპი (ბორნმუთი), ვაზი (ჰალი), პიტერი (ანჟე), მოკვა (ელვსბერგი)
ინგლისი: ლანკშერი (მიდლსბრო), მაჯო (ასტონ ვილა)
გერმანია: პეჩინოვიჩი (შტუტგარტი), ტრესოლდი (ბრიუგე), ბრუნერი (მონაკო)
ბელგია: ფერნანდეზ-პარდო (ნიუკასლი), სტასინი (სევილია), ვერმანტი (ბრიუგე), ფურო (ბრენტფორდი)
და იტალია
პიო ესპოსიტო (ინტერი, მესამე ფორვარდი)
ჯეფ ეხატორი (იუვენტუსი, ფორმალურად ირიცხება ჯერ-ჯერობით)
ფრანჩესკო კამარდა (მილანი, წყლის მომტანი)
ეს მარტო ფორვარდები
და ვინგერებზე უარესი სიტუაციაა
იმიტო რო იტალიელი ვინგერი რა არის ეგ მოცემულობა არც კი ვიცი
ხოდა რა უნდა ეშველოს ბიჭო ამ ნაკრებს, იმ დონის რო რამე მოიგონ შეტევის გარეშე
სადღაც რო ექნებათ ჩაბეტონებული თამაში, ვინმე ხო უნდა ადგეს შემტევი, კაცი მოატყუოს, შორიდან დაარტყას, სოლოზე გავიდეს, გაძვრეს და მომენტი დაიჭიროს
იმენა ინდივიდუალურად სადმე ფორვარდმა ხო უნდა იკაცოს და წამოიღოს მატჩი
ეგეთი არ ყავს იტალიას
დაჟე რაც ყავდა ამის წინა თაობა, მაგითაც ხო ყველა უკმაყოფილო იყო, ვერ აკმაყოფილებენ იტალიის დონესო, მარა ამ ასაკში ბევრად მაგარი შედეგები ქონდათ
22 წლის ასაკში
იმობილე სერია ა-ს ბომბარდირი იყო
ინსინიე ნაპოლის ძირითადი იყო გოლები და ასისტები ორნიშნა რიცხვები ქონდა უკვე, ოღონდ უკეთესი ნაპოლის მყარი ძირითადი იყო და არა ისეთი როგორც ვერგარაა
და ბერარდის სერია ა-ში 80+ საგოლე მოქმედება ქონდა

ესენი ვინ არიან
რამდენი ვწერე
ამხელა პოსტი წლებია არ დამიწერია
This post has been edited by weasel on 4 Oct 2026, 01:05