ისე არის სიმართლე იმაში რომ, როდესაც კრ-ს ნაკრების თანაგუნდელები გახარებულები არიან რომ მის გარეშე თამაშობენ ნაკრებში, (ერთი ორი გამონაკლისის გარდა), მესის ნაკრების თანაგუნდელები კიდევ სულს და გულს დებენ მესის გულისთვის.
მაგრამ ვისი ბრალია?
მესი, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ინდივიდუალისტი ფეხბურთელია, არის საუკეთესო გუნდური მოთამაშეც. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პლეიმეიკერია. გუნდის ინტერესები მისთვის პირველია. ჯერ მარტო ამ ნაკრებში 68 ასისტი აქვს - სანაკრებო რეკორდი. ლიდერია, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს შედეგზე. ერთხელ არ მინახია თანაგუნდელისთვის ხელი გაეშალა. ერთი 30 პენალტი აქვს დათმობილი კარიერის განმავლობაში გუნდელებისთვის, რომ მათი მოტივაცია გაეზარდა. 2014 წლის წაგებული ფინალის შემდეგ, ერთადერთი იყო ვინც იგუაინი გაამხნევა. მსგავსი პატარა დეტალები გროვდება და ლეგენდას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო 39 წლის ასაკში, წავიდა ნაკრებიდან. იმიტომ რომ იცის ასაკი თავისას მოიტანს (ეხლა თუ არ ეტყობა, შემდეგ მსოფლიოზე დაეტყობა). არგენტინას კიდევ დრო უნდა რომ თამაში გადააწყოს და ახალი შემტევები მოსინჯოს. ნიკო პაცს, მასტუონოს და სხვებს მის პოზიციაზე უნდა მიეცეს შანსი. 1000 გოლთანაც მესიც ახლოსაა, მაგრამ ნაკრების ინტერესები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
რონალდოს ეგოიზმი, რაც ასაკთან ერთად იზრდება, და მისი სათამაშო სკილების დეგრადირება, რაც ბოლო წლებში ძაან დაჩქარდა, კიდევ ყელში ამოუვიდათ მის გუნდელებს. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თვლის რომ რონალდო გუნდის ტორმუზია. როცა დიდ ეგოს სათანადო სკილები აქვს, ეგ პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ როცა ცარიელი ეგოა, და ტიპი არათუ კაცს ვერ ატყუებს, არამედ უადვილეს შანსებსაც ვერ იტანს. როცა ხუთი უნდა დაუღეჭო რომ ერთი გაიტანოს. ეგ უკვე პათეტიკური და გამაღიზიანებელია. თან როგორც ცდილობდა წინა მსოფლიოზე ბერნარდოსთვის გოლის წართმევას.
ეხლა თურმე გაბუტულა იმის გამო რომ მწვრთნელმა საჯაროდ არ დაუჩოქა და ბოდიში არ მოუხადა, რადგან არ ათამაშა. მსგავსი ###ობა მიზეზი რავიცი. ბოლო თამაშში რომ დააყენა, აი ეგ გამაზა:
https://streamin.me/v/acc3b9efანუ თუ კარიერის მეორე ნახევარში ელიტარული ფინიშერი იყო, დღეს ეგ ფინიშინგიც აღარ შეუძლია. საშუალო გაქანების გონსალო რამოშიც უკეთესია.
ამიტომ უნდა მიმხვდარიყო და წასულიყო ნაკრებიდან უფრო ადრე, თორემ მსგავის დრამები და ისტერიკული გაბუტვები სკამზე დასმის გამო სირცხვილია მისნაირი ლეგენდისთვის და მის ლეგასის ვნებს.