#60487081 · 23 Jun 2023, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მაქვს 6000 ლარამდე პარკინგის ჯარიმები. ყველა ჯარიმა დაწერილია სახლთან სადაც დარეგისტრირებული მყავს მანქანა და მეკუთვნის პარკირება. ანუ შანსს არ უშვებენ მანქანა გაჩერებული რო არის და დღეში ორჯერ წერენ ჯარიმას 50-50 ლარიანს ეს უკვე კანონის დაცვა აღარაა ეს არის ძალადობა. თან იმ პირობებში როცა რუსებს არ უწერენ ჯარიმას ინვალიდებზეც კი. ძალიან უსამართლობაა რა გზები არსებობს ჯარიმების გასაუქმებლად? განცხადებას არ დავწერ რატო უნდა ვეხვეწო ვიღაცას ვისი მოვალეობაც კანონის დაცვაა და კანონს ჩემზე ძალადობისთვის იყენებს მასეთ უღირს ხალხს. რა გზები არსებობს როცა პოლიცია ძალადობს ხალხზე? ნაციონალების დროს არ იყო ასე მიხვიდოდი დაელაპარაკებოდი შეღავათს გაგიკეთებდნენ არ დაგახჩობდნენ. ესენი უარესები არიან რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ კანონები მოირგეს და თავის უაზრო კანონებით ძარცვავენ ხალხს. პარკირებას ხან წაშლიან ხან დახაზავენ რავიცი მე რომელია ძველი დახაზული და რომელი ახალი ამის გამო მაქ 6000 ლარი გადასახდელი. ვისი პასუხისმგებლობაა კონკრეტულად ეს საკითხი რო ვიცოდე მაინც ვისი მადლიერი ვიყო
|