რა ვერ გავიგე იცით?
ბავშვობაში ერთ ადგილზე ვმუშაობდი.
მთელი წელი მუშაობის შემდეგ დავწერე განცხადება შვებულებაზე.
ჩამირიცხეს ხელფასი თვის ბოლოს და + ჩამირიცხეს ერთი ხელფასის ოდენობის ფული.
მეორე წელსაც შვებულებას ველოდებოდი მხოლოდ იმიტომ , რომ ხელფასი + ხელფასი გამოდიოდა
ახლა ვკითხულობ ამ კანონებს და ვერ ვხვდები.
ვთქვათ ხელფასი გაქვს 1000 ლარი.
1. ანაზღაურებადი შვებულება ნიშნავს მთელი წელი აგროვე დღეები , რომელსაც იდეაში ჰქვია დასვენების დღეები.
ვთქვათ მიდიხარ 1 რიცხვში შვებულებაში და
შენი ხელფასი თვის ბოლოს გერიცხება?
2. არა-ანაზღაურებადი ნიშნავს მიდიხარ შვებულებაში და ის დღეები რაც შვებულებაში ხარ იმ 1000 ლარიდან გაკლდება?
და როგორ? 15 დღე თუ ვისარგებლე რომელიმე თვის განმავლობაში, ხელფასს გაყოფენ იმ თვის დღეების რაოდენობაზე, ამით მიიღებენ "დღიურ" სარგებელს
და გამოაკლებენ 15 დღის დღიურ სარგებელს?
ანუ თვის ბოლოს არა-ანაზღაურებადი შვებულების შემდეგ 1000 -ის ნაცვლად 500 ჩამირიცხავენ?
და რა მოვლენაა ხელფასის ოდენობის კიდე ერთი ხელფასი რომ გერიცხება?
ეგ შვებულებასთან არაფერ შუაშია?