tatia_19
I@M@I@L

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 100998
რეგისტრ.: 27-September 09
|
#17778611 · 3 Feb 2010, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IV. უპირატესი შესყიდვის უფლება მუხლი 516. ცნება 1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. 2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა 1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. 2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა. 3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში. მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე შეთანხმების ბათილობა ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე,თუკი გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება. მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება 1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს,მაშინ მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი ღირებულება. 2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად. მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. * * * მემკვიდრეობა ანდერძით მუხლი 1344. ცნება ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებსაც. მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი,რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება. მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ - ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში. მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ 1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის,მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. 2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი - არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას. მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს. მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს,მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება, თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავთავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.
მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის განსაზღვრისას მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა,თუ ვინ უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით. მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით. მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა 1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე. 2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე - მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. მუხლი 1356. კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად. თავი მეოთხე ანდერძის ფორმა მუხლი 1357. სანოტარო ფორმა 1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. 2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. მუხლი 1358. ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ 1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები. 2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან: ა. საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს; ბ. საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება; გ. გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება; დ. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი),თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია; ე. თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი, თუ მოანდერძე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება. მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა. მუხლი 1361. ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი 1. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია,საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას. 2. მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს. 3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. 4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა. მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).
მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას. მუხლი 1364. შინაურული ანდერძი მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან 1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით. 2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).
მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით,ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ,მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით. მუხლი 1367. დახურული ანდერძი 1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე,რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას. 2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს. მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი. მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ. * * * ანდერძი დიდია მაგრამ სულ ეს მაქვს * * * თუ რამე ვერ გაიგო მომწერე პმ_ში
|