znijarad
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 74078
რეგისტრ.: 10-November 08
|
#27981386 · 23 Oct 2011, 20:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უზენაესი სამართალი მოიცავს სამყაროს, ბუნებისა და ჰუმანურ სამართალს, რომლებიც, თავისთავად, სამი ფუნდამენტური მცნების - სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების კანონებისაგან (თუ არ იქნება სიცოცხლე, რაღა აზრი აქვს თავისუფლებას და საკუთრებას. თუ იქნება სიცოცხლე და არ იქნება თავისუფლება, შენი საკუთრება ხომ სხვისი, ბატონის იქნება. თუ იქნება სიცოცხლე, თავისუფლება და არ იქნება საკუთრება, როგორღა განვითარდები) შედგება. უზენაესი სამართლის კანონები იმით არიან უნიკალურნი, რომ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, სრულყოფილებამდე დახვეწილნი არიან და მათი ბოროტად გამოყენება შეუძლებელია. ბუნებაში, ყოველი არსების ბუნებრივი დანიშნულების შესაბამისად, მოქმედებს ბუნების სამართალი (მაგალითად, მაიმუნზე მაიმუნის სამართალი ვრცელდება, მგელზე მგლის, კრავზე კრავის, ობობაზე ობობის და ა.შ.. მაიმუნისთვის, მგლისთვის და კრავისთვის სამყაროსა და ჰუმანური სამართლის მოთხოვნა შეუსაბამო და გაუმართლებელია. კრავისთვის მგლის სამართლის დაცვის მოთხოვნა, აგრეთვე სისულელეა, ანუ ლოგიკას, სამართლიანობას მოკლებული). ადამიანთან შედარებით როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს ბუნების არსება, მას შესაბამისი, განსაზღვრული ცნობიერება და მორალი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ხდება, მათ მიმართ, განსაზღვრული სამართლის განხორციელება. სამწუხაროდ, ამჟამინდელი ჰუმანური სამართალი სრულფასოვნად არ შეესაბამება უზენაესი სამართლის ჭეშმარიტ ჰუმანურ სამართალს, რადგანაც საკმაოდ გართულებულია, ზოგიც გაიოლებულია, ზოგიც იგნორირებული, ანუ დასახვეწია, დანაგვიანებულია ინდივიდუალური სამართლებრივი ნორმებითა და აქტებით, ანუ ეგოისტური წესებით, და ერთი კანონი მეორეს ეწინააღმდეგება. კანონი ხომ სამართლებრივი ნორმაა, რომლის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი უნდა ხორციელდებოდეს, რომელიც, ბუნებრივია, ითვალისწინებს გამამართლებელ და დამნდობ გარემოებებს. ჰუმანური სამართალი იმით განსხვავდება ველური ბუნების სამართლისაგან, რომ თუ ველურ ბუნებაში სუსტი, ავადმყოფი და ზედმეტი იჭმევა, ბუნებრივი ბალანსის დაცვის მიზნით და გენეტიკურად უფრო ძლიერი, დახვეწილი ქმნილების გასამრავლებლად, ადამიანებში, რადგანაც დედამიწაზე ყველაზე გონიერი და რთული არსებები ვართ, სუსტი და ავადმყოფი კი არ იჭმევა, არამედ, თუ იგი კანონებს არ არღვევს, საზოგადოების მხრიდან დაცვა და მზრუნველობა ხორციელდება. ხოლო ვინც კანონებს არღვევს, ფიზიკურად როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, მას ან საპატიმროში, ან საგიჟეთში ათავსებენ კანონით განსაზღვრული ვადითა და პირობებით, ისევ მათთვისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, რომ არამარტო დაზარალებულია დანაშაულის მსხვერპლი, არამედ დამნაშავეცაა კანონიერი სასჯელის მსხვერპლი. ქართული სიტყვა - დაავადებული; აქ ავი ბინძურ ენერგიას ნიშნავს (სიძულვილის უწმინდური ენერგია, რომელიც დაგროვდა სხვისგან და მიღებულია ნებით, დამსახურებით, ან დაგროვილია, მეტწილად, თავად ავი ენერგიის წარმომქმნელის გამო, რომელმაც ფაქიზი სამართლებრივი ზღვრების დარღვევით ზედმეტი, გაუმართლებელი, სიძულვილი განავრცო, ანუ ბუმერანგისებური დაბრუნება), დებული, ანუ ბინძური ენერგიით შეპყრობილი, და ვადა, ანუ დრო, ამ ბინძური ენერგიისაგან ადრე თუ გვიან განთავისუფლდები, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როდის. მოგეხსენებათ, რომ ყველა ხორციელი დაავადება სულიერი დაავადებით იწყება. სამყაროს სამართალი. განა წმინდა, ბრძენი ადამიანები არ ქადაგებდნენ და წამოიწყებდნენ ხოლმე, ღვთისაგან მონიჭებული უფლებამოსილებით, სხვადასხვა რელიგიებს?... განა წმინდა წერილებით, ლოცვების, რელიგიური მოძღვრებებისა და აზრის გამოხატვის სხვა ფორმების მეშვეობით არ ქადაგებდნენ უზენაესი სამართლის კანონებს?..., ორჯერ ორი რომ ოთხია, ერთი მარადიული ჭეშმარიტებაა, და ამას წყალი არ გაუვა. ერთი ჭეშმარიტი აზრის გამოხატვის ფორმა ხომ ამოუწურავია. ე.ი. მრავალი რელიგია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უზენაესი სამართალი და მისი კანონები, ერთია. სწორედ ზესულის, ანუ განგებისა, და მრავალი სამყაროსეული იერარქის, რომლებიც თავიანთ სამყაროსეულ ფუნქციას ემსახურებიან დაუღალავად, უანგაროდ, რათა არ შეწყდეს სიცოცხლე და ჰარმონია სამყაროში, მათდამი რწმენაზე, მადლიერებაზე და წმინდა სიყვარულზე არ მიმდინარეობს ქადაგება ცნობიერი ადამიანების მხრიდან?... რაში მდგომარეობს სრულყოფილების არსი? თავად ქართული სიტყვა -სრულყოფილი, გვეუბნება ყველაფერს. სრული, მთლიანი სხეული და ჰარმონიული, ნეტარი ყოფიერება. მთლიანს ერთი ნამცეციც რომ მოაკლდეს, უკვე მთლიანი აღარ იქნება.
|