PAPUNIUS
"არ არი ძმაო ეგრე არა, იურიდიულის დეკანს როცა საჭიროა და რამე მაინტერესებს უპრობლემოდ ვეტყვი ჩემს სათქმელს... ერთი საათი მიხსნიდა თუ რატომ გამიუქმა ფაკულტეტი როდესაც რამდენიმე ძმაკაცთან ერთად საკითხი კატეგორიულად დავუსვით.... ნუ ახლა სწავლა თუ გინდა ყველგან ისწავლი, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი სემესტრი ერთი უბედურება იყო... არ შეიძლება ნიჰილიზმი არ შეგეპაროს, როდესაც ხედავ რომ ის რისი გულისთვისაც უნივერსიტეტში მიხვედი ერთი ხელის მოსმით წაგართვეს.... ამ ქვეყანაში კაი ხანი არ გამოსწორდება განათლების მხრივ მდგომარეობა"
მესმის მეგობარო შენი....მართლაცდა რა ხდება უნივერსიტეტში...ამაზე პასუხი ალბათ არავის გვაქვს...უამრავი პრობლემაა,მოკლედ რითი დავიცყო არც კი ვიცი...ნუ მოკლედ:მოხდა ისე რომ შარშან ძველი საერთაშორისო სამართლის სტუდენტებს მართლა გვიხაროდა უნივერსიტეტში სიარული...ჩავაბარეთ დიდი ენთუზიაზმით..გვინდოდა ამ უნივერსიტეტის სახელი,რომელიც "გაერთიანებას" ნიშნავს,გაგვემართლებინა,მიგვეღო მისგან ის,რისი გულისთვისაც მოგვიხდა 1000 ბარიერის გადალახვა...მართლაცდა იმ ერთმა წელმა საკმაოდ კარგად ჩაიარა...მარა რა მოხდა მერე?აი კითხვა რომელსაც ჩვენ დღესაც კი ვუსვამთ ჩვენს თავს?დიდი თავპირისმტვევის შემდეგ უაზრო პასუხების მეტი არაფერი მოგვდის..დავიწყებ იქიდან,წელს როდესაც კი სწავლა დაიწყო,სრული ქაოსი იყო უნივერსიტეტის მე 2 კორპუსში...რას გავდა ეს?ეს იყო საქართველოს "ალმა მატერი"...ეს უნივერსიტეტი დააარსეს ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამებრძOლებმა...ვაგლახ...როგორც დიდი ქართველი იტყოდი,აღარ დავაკონკრეტებ იცით ყველამ ისედაც:"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"!!!..ივანე ჯავახიშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო და თავისი თVალით ენახა ყოველივე ეს ,მერწმუნეთ კაცი ხელმეორეთ გარდაიცვლებოდა,მაშინაც ხომ გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან,მარა სად მაშინდელი სიკვდილი და სად...?ოოო...აი აქ კი მართლა ოოო....ვინ სად დაიოდა,ვინ რას ატარებდა,ვინ ვის ლანძღავდა კაციშვილმა არ იცოდა...ზემოთ იყო ნახსენები 500 კაციანი აუდიტორიის პრობლემა,...ამასთან დაკავშირებით სანამ რამოდენიმე სტუდენტმა ღრმადპატივცემულ დეკანს არ შევახსენთ,რომ არანაირად არ შეიძლებოდა ერთ ლექციაზე ამდენი კაცი მდგარიყო,მჯდარიყო,თუ მწოლიარე ყიფილიყო,მანამდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა...ელემენტარული ადამიანს ლექცია რომ მოგესმინა,ხანდახან პირადად მე და ჩემი მეგობრები რიგრიგობით შევდიოდით ხოლმე,ეგებ ლექტორი მაინც დაგვენახა...მაგას რომ თავი დავანებოთ "დათკას" (როგორც მას პირველკურსელი ქორფები ეძახიან) მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი ფარულ ირონიას ჩვენ ე.წ."საერთაშორისო სამართლის" ხალხის მიმართ...ამაზე ჩვენ(ვინც მიცნობს გაიხსენოს ის დღე ბარსას ემბლემიანი მაისური მეცვა) რაღათქმაუნდა არ გავჩუმებულვართ და საკადრისი პასუხიც ვაგემეთ,რის შემდგომაც მიხვდა "ბატონი" Dავითი,"რომ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს":)


ეს არის რეფორმა?ეს არის ჩვენი სანაქებო უნივერსიტეტი?ჩაატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა თსუ-ში?არ გაინტერესებთ..დავჯდეთ და შევადგინოთ კითხვარი მსურველებმა...90%პირველი კურსელების სხვაგან გადასვლაზე ფიქრობენ,რომ არაფერი ვთქვა ჩემს და ზედა კურსელებზე!აი მომწონს რეფორმა..ესე იგი რა გამოვიდა მეგობრებო?რომ უნივერსიტეტს ვშლიით.რატომ უნდა ვფიქრობდეთ ქართველი სდუტენტ-ახალგაზდრობა სხვაგან წასვლაზე?..კაი..კაი აღარ გავგრძელებ..თორემ ვიღაცას ულანასკნელი პესიმისტი ვეგონები,სხვა თუ არა

მინდა ვუთხრა ყველა სტუდენტს...ჩემო ძმებო და დებო...ჩვენ ყველამ ჩავაბარეთ იმიტომ,რომ გვინდა ნათელი მომავალი..გვინდა უღრუბლო ზეცა...გვინდა ერთიანობა..გვინდა საქართველო...არავინ იფიქროს რომ უნივერსიტეტს ვინმე თავისი რეფორმებით რაიმეს დააკლებს...ერთი იცოდეთ უნივერსიტეტი ვართ ჩვენ!!!თუ ვიქნებით ერთად გავიმარჯვებთ ...თუ გავჩუმდებით ყველა გადაგვივლის...ეს რაც ზემოტ დავწერე ჩემი გულისტკივილის მეასედია..აქ ვხედავ ბევრ თქვენთაგანის გულიც ისევე ფეთქავს და ძგერს როგორც უნდა ძგერდეს ყველა ნამდვილი უნივერსიტეტელისა...ვიღაცას გაეცინება,ვიღაცას ცრემლი წამოუვა...ეს რეალობაა...მაგრამ ერთს კიდევ გეტყვით:
J U V E N T U S V E N T U S ------ახალგაზრობავ წინ!!!
ჩვენ გავიმარჯვებთ!!!
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო!!!
This post has been edited by jorgito on 12 Mar 2006, 01:41
ესეც ჩაივლის...