ვინ თქვა დეკანატი არაფერს აკეთებსო?
აი გაგისკდეთ გულები დეკანატის მტრებო
-----------------------------------------------------------------
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ახალ ინიციატივას_ სტუდენტებმა ე.წ. "იურიდიულ კლინიკებში" გაიარონ სწავლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დადებითად აფასებს.
2006 წლის 6 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის იმ 8 სტუდენტს შეხვდა, რომელიც უშუალოდ მოსამართლეების ხელმძღვანელობით უზენაეს სასამართლოში 15-კვირიან პრაქტიკას გაივლიან.
ახალი ინიციატივის მიხედვით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დამამთავრებელ კურსზე აირჩევენ იმ სისტემებს (სასამართლოს, პროკურატურას ან ადვოკატურას), რომელშიც პრაქტიკას გაივლიან. `სწავლების ამ ფორმის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, მსგავსი "კლინიკები" ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს და იქ მოხვედრა სტუდენტებისათვის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში საუნივერსიტეტო სწავლებაც მიაღწევს ევროპულ დონეს და მსგავსი პრაქტიკა წარმატების საფუძველი გახდება მომავალი იურისტებისთვის,~ - აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
----------------------------------
განა ამ ის არ დანახვა შეიძლება?
ნახეთ რა სიმპო გოგონები გვყოლია (ალბათ 8 დღე იპრანჭებოდნენ ამ დღისათის )
This post has been edited by Human Rights on 11 May 2006, 14:06
მიმაგრებული სურათი