არა მგონია ეს ინფორმაცია დროში მოძველებული იყოს,
2006 წლის 2 თებერვალს. თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო ამნისტის” წარმომადგენლებმა მედიისათვის ბრიფინგი გამართეს.
საერთაშირისო ამნისტის დელეგატებმა მედიას წარუდგინეს 2005 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში “საქართველო – წამება და სასტიკი მოპყრობა – “ვარდების რევოლუციის შემდეგაც პრობლემად რჩება”, წარმოდგენილ ანგარიშში გამოაშკარავებულია პოლიციის მიერ წამების და არაჰუმანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტები, ასევე ცნობები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ასეთი ფაქტების დაფარვის და მათ საფუძველზე არასათანადო გამოძიების პრაქტიკის შესახებ.
ანგარიშში მოყვანილია მრავალი ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში, ასახულია დაკავებულთა მიერ აღწერილი მათ მიმართ გამოყენებული წამებისა და სასტიკი მოპყრობის მრავალფეროვანი მეთოდი, რაც მოიცავდა: ელექტროშოკის გამოყენებას, თავზე ცელოფნის პარკის ჩამოცმას, ორ მაგიდას შორის ძელზე ჩამოკიდებას, სიგარეტითა და სანთლით მიყენებულ დამწვრობას, პირში იარაღის ლულის შეყოფას და გასროლით დამუქრებას, დაკავებულის ოჯახის წევრების მიმართ მუქარას, და ბოლოს, ცემას,მათ შორის ხელკეტით, იარაღის კონდახით და ფეხით.
“დაუსჯელობა წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის წარსულს უნდა ჩაბარდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად უნდა კანონგარეშედ გამოაცხადონ წამება და სასტიკი მოპყრობა, და გადამწყვეტი ქმედებებით დაუმტკიცონ როგორც პოლიციას, ისე საზოგადოებას, რომ ამგვარ დანაშაულს არავინ მოითმენს. ღიაობა, გამჭირვალობა და ანგარიშდება ყველა სფეროში – მხოლოდ გაზრდის საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს გაიმარჯვოს ამ სფეროში არსებულ სიძნელეებზე,” – განაცხადა საერთაშორისო ამნისტის, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დაქურთმა.
საერთაშორისო ამნესტის დელეგატებმა კვლავ გაიმეორეს, რომ საჭიროა წამებისა და სასტიკი მოპყრობის საწინააღმდეგო ზოგიერთი ფუნდამენტური ღონისძიების განხორციელება, რაც უნდა მოიცავდეს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას წამებისა და სასტიკი მოპყრობის ყველა ფაქტზე, ხოლო დამნაშავენი კი უნდა გასამართლდნენ და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენები უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს.
საერთაშორისო ამინისტიამ აღნიშნა პროგრესის არსებობაც ზოგიერთ სფეროში, როგორც მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების ადგილების მოხშირებული მონიტორინგი, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ გამიზნული სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ამნისტის მიერ მიღებული ცნობა, რომ ბოლო წლის განმავლობაში 12 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის.
მიუხედავად ყოველივე ამისა საერთაშორისო ამნისტია კვლავ იღებს ცნობებს საქართველოში წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევების შესახებ.
დაინტერესებულმა პირებს აღნიშნული მოხსენება შეუძლიათ იხილონ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე:
http://web.amnesty.org/library/eng-geo/index სტატიის ავტორი პირადად თქვენი მონამორჩილია
* * *
აბა ერთად ვიმსჯელოთ საქართველოში არსებული წამების ფაქტების და პრევენციის შესახებ
This post has been edited by Human Rights on 12 Mar 2006, 17:31