გეყოფა
nina-nina ამ კინოების ყურება

in real life ყველაფერი სხვაგვარადაა, კინო ეს არის ფაქტიურად გროტესკი,
სინამდვილეში კი რამდენი ადამიანიც არის იმდენი ისტორიაა
და ყოველთვის ყველა ნარკომანი არ ყიდის ცოლ-შვილს წამალზე,
ადამიანი თუ თავიდანვე დეგრადირებულია წამალდამოკიდებულება ამძაფრებს
მის უკვე არსებულ და ქვეცნობიერში ღრმად ჩამალულ ყველაზე უარყოფით თვისებებს
ეს არის და ეს!
გაიგეთ ხალხო რომ ეს არიან ჩვეულებრივი - შენნაირი, ჩემნაირი, იმისნაირი - ადამინები!
აქვთ თავიანთი დადებითი (თუმცა ნაკლებად შემორჩენილი ან მიძინებული)
აქვთ თავიანთი უარყოფითი (ამ ეტაპზე გამძაფრებული)
და რაც მთავარია არ არსებობს მდგომარება საიდანაც არ არსებობს გამოსავალი - ვიდრე ადამიანი ცოცხალია!
შესაბამისად თუ ადამიანი მოინდომებს შეუძლებელი არაფერია
და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ სწორი საზ. აზრის ჩამოყალიბება
რომ აღარ იყოს ისეთი დამოკიდებულება ამ კატეგორიასთან როგორც ქვეწარმავლის ან მღრღნელის დანახვაზე,
რომ ყველამ გააცნობიეროს რომ ეს არის ყველასი - შენი, ჩემი, იმის - პრობლემა
და ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ ... ოღონდ არა აგრესიით, ოღონდ არა პრობლემაზე თვალის დახუჭვით
და მეტადონის პროგრამებით (დადებილების ხარჯზე) ან ციხეში გამოკეტვით (ჩაკეტილია და ვერავის ავნებს)
გინდა შედეგი? - საჭიროა ქმედება ... კონკრეტული, კარგად გათვლილი, გაანალიზებული
და რაც მთავარია საზოგადოებისგან უნდა მოდიოდეს "დაკვეთა" რომ ამ პრობლემას
სერიოზულად მიუდგეს ხელისუფლება და გამოყოს რესურსები (ისედაც ამ ოჯახებიდან გამოღლეტილი და ბიუჯეტში გატენილი)
პ.ს. ისევ მე და შენ ნინა!