#24396018 · 10 Mar 2011, 20:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიზინგი ინგლისური სიტყვაა და ქონების გადააცემას ნიშნავს. ეს არის იგივე ფინანსური იჯარა. ლიზინგი სახეზეა თუ სრულდება რომელიმე ქვემოთ მოტანილი პირობიდან ერთერთი მაინც : 1) ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს გადაეცემა აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ.
2) ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს უფლება აქვს შეიძინოს აქტივი იმ რეალურ ღირებულებაზე დაბალ ფასადრომელისც აქტივს გააჩნია უფლების გამოყენების მომენტში, ხოლო იჯარის ვადის დასაწყისში არსებობს ამ უფლების გამოყენების დიდი ალბათობა. (ანუ მოიჯარეს აქვს უფლება ნივთის ყიდვის იჯარის ვადის ამოწურვის დროს ნაშთის ფასად. ე.ი რა საბაზრო ღირებულებაც გააჩნდა ნივთს იმას გამოვაკლოთ ჩვენს მიერ გადახდილი ფული და დარიცხული ცვეთა. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ნივთი მფლობელობიდან გადადის საკუთრებაში. ოღონდ შეძენის უფლება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.)
3) იჯარის ვადა მოიცავს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის ძირითად მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება არ გადაიცემა.
4) იჯარის ვადის დასაწყისისთვის მინიმალური საიჯარო გადასახდელის დისკონტირებული ღირებულება უკიდურეს შემთხვევაში შეადგენს იჯარით აღებული ნივთის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას.
5) იჯარით აღებული აქტივი ხასიათდება სპეციფიკურობით ისე, რომ მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია მისი გამოყენება მოდიფიკაციის შესახებ. * * *
QUOTE (karlsoni @ 12 Jun 2006, 01:11 ) | [b]Mr.Giorgi[/b ლიზინგის ხელშეკრულებას მხოლოდ საზღვარგარეთთან მომუშავე მსხვილი კომპანიები თუ აფორმებენ. თუ მსგავსი ხელშეკრულება აქაურებმა გააფორმეს სხვა სახელს არქმევენ. |
ტაქსებს აქირავებდნენ ასე ადრე და მგონი ახლაცაა. ქირას იხდიდნენ და მერე რჩებოდათ ის მანქანები.
|