ახალ კანონპროექტზე ვერაფერს გეტყვით
რაც შეეხება უკვე არსებულ კანონმდებლობას ამ საკითხზე, არის ორი კანონი:
1. საქართველოს კანონი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
და
2. საქართველოს კანონი "საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
2ვე კანონის სათაური თითქოს ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მთლად ასეც არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ორი კანონის სფეროს გამიჯვნისას აქვს სიტყვას "გადაუდებელი". ანუ საკუთრების ჩამორთმევის საფუძველი არის ერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი საზოგადოებრივი საჭიროება (ექსპროპრიაცია) და მეორე შემთხვევაში - გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროება (ნაციონალიზაცია).
უმთავრესი პრინციპი საკუთრების ჩამორთმევის არის კომპენსაცია. ყველა ვისაც რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძვლით ჩამოართმევენ საკუთრებას, უფლება აქვს მიიღოს და მიიღებს კიდეც სათანადო კომპენსაციას. კომპენსაციაა ის ძირითადი მომენტი რითაც ექსპროპრიაცია-ნაციონალიზაცია განსხვავდება კონფისკაციისაგან.
ექსპროპრიაცია დასაშვებია თუ სახეზეა ქვემოთჩამოთვლილი რომელიმე სამუშაოს განხორციელების აუცილებლობა, ესენია:
1. გზის/მაგისტრალის/რკინიგზის გაყვანა/მშენებლობა
2. ნავთობის ან გაზის მილსადენის გაყვანა/მშენებლობა
3. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების გაყვანა/მშენებლობა
4. წყალმომარაგების, კანალიზაციის, კოლექტორების გაყვანა/მშენებლობა
5. სატელეფონო ხაზების/სატელევიზიო კაბელების გაყვანა
6.ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები
7. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება
8. საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობის ან ობიექტის მშენებლობა
მხოლოდ ამ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში შეიძლება დადგეს ექსპროპრიაციის ანუ საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება სათანადო კომპენსაციით.
ექსპროპრიაციის მინიჭებაზე პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას და ამის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე.
სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევაში არ იგულისხმება ამ ქონების აუცილებლად სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. ექსპროპრიაციისას სასამართლომ შეიძლება ქონება გადასცეს საჭიროებისამებრ სახელმწიფო ორგანოს, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
რაც შეეხება ნაციონალიზაციას, იგი გულისხმობს სახელმწიფო ქონების ჩამორთმევას გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის და სათანადო კომპენსაციით, კერძოდ ისეთ ვითარებაში, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას.
ნაციონალიზაციაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება საკუთრების ობიექტი.
ნაციონალიზაცია გულისხმობს კერძო საკუთრების ჩამორთმევას და გადასვლას სახელმწიფო საკუთრებაში.
და რაც ყველაზე მთავარია, კომპენსაცია კერძო საკუთრების მფლობელს უნდა გადაეცეს ამ საკუთრების ჩამორთმევამდე და არა მის შემდეგ.
კანონპროექტი კი არა ზემოთ რო კანონი წერია იმაში შევიდა ცვლილებები. ახლა ხელთ არ მაქვს, მოგვიანებით მოგაწვდით.
უდივიმ უდივიმ